05/06/2026
ტაო-კლარჯეთი #გოგა #ჩანადირის მეგზურობით❤️🇬🇪
ადგილი, სადაც ისტორია, სულიერება და ბუნების სიდიადე ერთმანეთს ერწყმის🌿⛪️
GTG TOUR გთავაზობთ 4 დღიან განსხვავებულ ტურს❤️🚍
▪️მოგზაურობის თარიღი : 16-17-18-19 ივლისი
მოვინახულებთ:
✨ უძველეს ტაძრებსა და მონასტრებს, სადაც ქართული ხუროთმოძღვრების სული იგრძნობა;
✨ მთებისა და ხეობების სიჩუმეს, რომელიც მხოლოდ ზარის ხმას ელოდება;
✨ დაუვიწყარ შესაძლებლობას, თავი იგრძნოთ როგორც ისტორიის ნაწილი
ჩვენი მარშუტია:
🔺️დღე პირველი :
🔰ქაჯის ციხე
🔰შავშეთის ციხე
🔰ტბეთი- მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი.
🔰ხანძთა-ქართული სამონასტრო ცხოვრების დედაბოძი! დიდი გრიგოლ ხანძთელის გზა ! და საოცარი შთაბეჭდილებების პიკი, საეკლესიო ხელოვნების საწყისი! (დამოკიდებულია ამინდზე და გზის მდგომარეობაზე!)
🔰ოპიზა-VIII საუკუნეში კლარჯეთში სამოღვაწეოდ ჩასული გრიგოლ ხანძთელი პირველად სწორედ ოპიზაში დამკვიდრდა.
🔰დაბინავება და ვახშამი სასტუმროში
🔺️დღე მეორე:
🔰საუზმე სასტუმროში
🔰შატბერდი-IX საუკუნეში, უშუალოდ გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული „დიდებულ ლავრად“ წოდებული მონასტერი
🔰არტანუჯი-ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ლეგენდარული დედა-ქალაქი! ბაგრატიონთა საწყისი , ადგილი სადაც პირველად ითქვა სიტყვა --საქართველო!
🔰დოლისყანის მონასტერი, სადაც სიცოხცხლე დაასრულა აშოტ ბაგრატიონმა !
🔰დაბინავება და ვახშამი სასტუმროში
🔺️დღე მესამე:
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ოთხთას სამონასტრო კომლექსი, მისტიური და დიადი სამონასტრო ნავსაყუდელი! ადგილი სადაც არასოდეს ყოფილა მეჩეთი!
🔰კავკასიძეების ციხის უცნაური ხედები და მდინარე ჭოროხის ხეობის სათავე!
🔰გრანდიოზული ო შ კ ი, სადაც სიტყვები გელევა, სადაც მუნჯდები, სადაც ემოცია პიკს აღწევს და ხვდები ჩვენი დიდი წინაპრების სიძლიერეს!
🔰ხახული, დიადი და საოცარი ქართული ტაძარი, სადაც ისევ მოქმედი მეჩეთია.
🔰თორთუმის ჩანჩქერი
🔰დაბინავება და ვახშამი სასტუმროში
🔺️დღე მეოთხე:
🔰საუზმე სასტუმროში
🔰იშხანი! ყველაზე შთამბეჭდავი და დაფასებული ძეგლი მთელს ტაო-კლარჯეთში, იშხნის ეპარქიის ცენტრი, ქართული წარწერების კორპუსი და ქვის ჰარმონია , ამქვეყნიური სამოთხე, და პირველი აღდგენილი(რესტავრირებული ) ძეგლი ტაო კლარჯეთში!
🔰ბანა-ლოდებად ქცეული ერთდროს გრანდიოზული ქალაქი და დიადი მონასტერი! ყველაზე სევდიანი ადგილი...
🔰გამომგზავრება თბილისისკენ
ტურის ღირებულება-590₾
ღირებულებაში შედის:
✔სასტუმროში განთავსება 3 ღამით
✔ორჯერადი კვება (სულ 6 კვება)
✔ტრანსპორტირება მიკროავტობუსით (გამოცდილი და პროფესიონალი მძღოლის მომსახურება)
✔გიდის მომსახურება
✔შიდა გადაადგილება
🛑გასვლის დრო: 16 ივლისი, დილის 06:00 საათი.
🛑ჩამოსვლის დრო: 19 ივლისი , 23:55 საათი.
🛑გასვლის და ჩამოსვლის ადგილი-თბილისი,მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი.
🔵თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადიდან თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურში იცვლება
🔵საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს.
ვადაგასული ან არასაკმარისი ვადის მქონე პასპორტის წარდგენის ან სხვა დარღვევის გამო თუ საზღვარს ვერ გადაკვეთავთ, თქვენივე ხარჯებით ბრუნდებით უკან და ტურის თანხაც უკან არ ბრუნდება.
🔵არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა, მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული( ქართულ და ინგლისურ ენაზე), ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი.
გასათვალისწინებელი პირობები:
♦️ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ტურის ორგანიზატორის მითითებებს.
♦️არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტურის მიმდინარეობისას
♦️ვითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებს,რადგან
ტური ჯგუფურია😊
♦️ცუდ განწყობას ვტოვებთ სახლში 🙈🥰
-------------------------
☎️დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
➡️595-41-22-35, მარიამი