სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency Land Transport Agency - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებებია:

დარგის განვითარების ხელშეწყობა მისი საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვ

ირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;

დარგში სატრანსპორტო მიმოსვლასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლ...
22/08/2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.

ახალი სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.

„ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას. პარტნიორ ქვეყნებთან სატრანსპორტო პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.

სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.

18/08/2026
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2026 წლის 12 აგვისტოდან თურქეთის რესპუბლ...
07/08/2026

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2026 წლის 12 აგვისტოდან თურქეთის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემისთვის საჭირო პროცედურა იწყება.

გადამზიდველებს მოთხოვნის დასაფიქსირებლად ეძლევათ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა, 12 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნის დასაფიქსირებლად უნდა მიმართონ სააგენტოს საინფორმაციო ცენტრს, ან სააგენტოს მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონულ განყოფილებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომისიური წესით ნებართვების გაცემის გადაწყვეტილების მიღებისას განცხადებების რიგითობას მნიშვნელობა არ ენიჭება.
🔗 დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული:
https://lta.gov.ge/news/485

🎓 სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის პროფესიული კომუნიკაციისა ...
22/07/2026

🎓 სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის პროფესიული კომუნიკაციისა და მომსახურების უნარების განვითარების ტრენინგი გამართა.

პროგრამა მოიცავდა მომსახურების სტანდარტებს, მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, საქმიანი ეტიკეტის ნორმებსა და კონსტრუქციული დიალოგის პრინციპებს. მონაწილეებმა განიხილეს კომუნიკაციის სტრატეგიები და უკუკავშირის გაცემის თანამედროვე ტექნიკები.

🎯 აღნიშნული ტრენინგის მიზანია სააგენტოს სერვის-ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ და მათთან ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია უზრუნველყონ. მსგავსი პროფესიული განვითარების პროგრამები ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მოქალაქეებთან ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბებას და მომხმარებლის კმაყოფილების ზრდას.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ციფრული სანებართვო დოკუმენტები...
20/07/2026

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით დაინერგა. შედეგად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ქართველი გადამზიდველები, თურქეთის მსგავსად, სანებართვო დოკუმენტების ელექტრონული ფორმატით აზერბაიჯანშიც ისარგებლებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ბაკურ მიქაძის განცხადებით, ციფრული სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაზიდვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს, უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას, ამცირებს ტექნიკურ ბარიერებს, ასევე ქაღალდის დოკუმენტაციის გამოყენების საჭიროებას და ქმნის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მართვის თანამედროვე და გამჭვირვალე და ეფექტიან შესაძლებლობებს.

სააგენტოს დირექტორის თქმით, ელექტრონულ ფორმატში სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესი მეტად სწრაფია და ზრდის საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციების ეფექტიანობას.

ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ თანამშრომლობას ეფუძნება და საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნის მიერ, სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და ადმინისტრირების მიზნით, ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებას ითვალისწინებს.

ქართულ - აზერბაიჯანული ეფექტიანი მოლაპარაკების შედეგად 2026 წლისთვის თითოეული სახის სანებართვო დოკუმენტისთვის უკვე გაიცვალა 1000 ერთეული ელექტრონული სანებართვო ბლანკი, ხოლო 2027 წლიდან იგეგმება სრულად გადასვლა ციფრულ ფორმატზე.

აღნიშნული სიახლეები და შესაძლებლობები ხელს შეუწყობს საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის გადაზიდვების სექტორის განვითარებას, გაამარტივებს სატრანსპორტო ოპერაციებს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ბაკურ მიქაძემ მონაწილეო...
17/07/2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ბაკურ მიქაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ყაზახეთის სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შერეული კომისიის სხდომაში, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა.

კომისიის სხდომის ფარგლებში, ბაკურ მიქაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე დასტან ჟუმაკულოვთან ერთად დეტალურად განიხილა ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.

წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები 2027 წლისთვის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართული მხარე ყაზახეთისგან მიმდინარე წელსვე მიიღებს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტების დამატებით რაოდენობას.

შეხვედრაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის არსებული სანებართვო დოკუმენტაციის ეტაპობრივ გაციფრულებას შეეხებოდა. კერძოდ, მიმდინარე წლის 22 ივლისიდან გადამზიდველებს სატესტო რეჟიმში შეეძლებათ ელექტრონული სანებართვო დოკუმენტებით სარგებლობა. აღნიშნული რეფორმა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სექტორში საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალი ეტაპია, რაც ზრდის გადაზიდვების ეფექტიანობას.

ორმხრივი კომისიის სხდომას, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და ყაზახური მხარის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

Address

V. Pshavela Str. 16
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322365501

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო / Land Transport Agency:

Shortcuts

Share