18/05/2026
18 მაისი, 1956 წლის 18 მაისს, თბილისში, დაიბადა თინათინ ვარდანაშვილი. (1956-2016).
თინათინ ვარდანაშვილი გახლდათ პროფესიით გეოფიზიკოსი, ის კინოში სკოლის მერხიდან მოხვდა და პოპულარობა მალევე მოიპოვა. მისი კინოკარიერა შემთხვევით დაიწყო, რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ 16 წლის თინათინი ფილმში „როცა აყვავდა ნუში“ ხათუნას როლზე აირჩია. მას შემდეგ ვარდანაშვილი რამდენიმე სხვა მხატვრულ ფილმშიც გადაიღეს - „ჩარი რამა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“. მიუხედავად პოპულარობისა, თინათინი პროფესიონალი მსახიობი არასდროს გამხდარა და საბოლოოდ თავის ძირითად პროფესიას გეოფიზიკას დაუბრუნდა.
2016 წელის 6 ივნისსთინათინ ვარდანშვილი, 60 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მისი შესრულებული როლები კი, მიუხედავად მოკლე კინოკარიერისა, მაყურებელმა სამუდამოდ დაიმახსოვრა.🌟❤🇬🇪
📷 დამანა მდინიშვილის კოლექციიდან.