Happy Travel Georgia

Happy Travel Georgia "ჰეფი თრეველ ჯორჯიას" გუნდი

Happy Travel Georgia is THE place, where you can discover travel and leisure opportunities. Happy Travel Georgia Team

"ჰეფი თრეველ ჯორჯია" არის ადგილი, სადაც შეგიძლია აღმოაჩინო დასვენებისა და მოგზაურობის შესაძლებლობები. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენზე მორგებული, ხარისხიანი და შთაბეჭდილებებით აღსავსე სერვისი. Our team is constantly working to deliver customized and high-quality services with full of impressions.

აფრიკა��! მზე��! ოკეანე�� და საოცარი განწყობა თქვენ გელოდებათ��!ვიცით, რომ ყველას მოგენატრათ მოგზაურობა და სილაღით სავსე...
24/01/2021

აფრიკა��! მზე��! ოკეანე�� და საოცარი განწყობა თქვენ გელოდებათ��!
ვიცით, რომ ყველას მოგენატრათ მოგზაურობა და სილაღით სავსე დღეები❤️, ამიტომ, საუკეთესო წინადადებით ვიწყებთ თქვენთან ხელახალ თანამშრომლობას��!

საოცნებო მოგზაურობა ინდოეთის ოკეანის თეთრ ქვიშიან სანაპიროზე და ჯადოსნური საფარის დღეები��.
ჩვენთან ერთ ტურში თქვენ შეძლებთ ნუნგვის, პაჟეს, ქენდვას და ჯამბიანის საუკეთესო სანაპიროებზე დაისვენოთ, დაათვალიეროთ სთოუნ თაუნი, კუნძულის დედაქალაქის ძველი ნაწილი, ადგილი, სადაც ფრედი მერკური იზრდებოდა. გადაფრინდეთ ტანზანიის მთავარ მიწაზე და მსოფლიოში საუკეთესო სერენგეტის, ენგორენგოროს და მანიარას ნაციონალური პარკები თქვენი ემოციებით, საკუთარ თავზე შეიგრძნოთ! იცხოვროთ ერთი დღე მასაის ტომთან ერთად და ნახოთ მათი ყოველდღიური ყოფა❤️.
მაშ ასე, ვიწყებთ��! თებერვალში დაგვემგზავრეთ! ჩვენ ყველა რეგულაციის დაცვით, უსაფთხოდ ჩაგიყვანთ ტანზანიაში - აფრიკის მიწაზე��.

�� ხანგრძლივი ფრენით დაქანცულებს, აეროპორტში მსოფლიოში ყველაზე მხიარული გიდი დაგვხვდება, იმ წუთიდან თქვენ ისწავლით ორ ყველაზე საჭირო სიტყვას: Jambo და Hakuna matata! გეზი პირდაპირ ნუნგვეს სანაპიროსკენ გვიჭირავს. ამ დღეს სრულად ვისვენებთ ოკეანეზე და თავდავიწყებით ვეშვებით კულინარიულ სამოთხეში.
�� მეორე დღე: სურვილის შემთხვევაში, ექსკურსია ადგილობრივ მხატვრებთან, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი უნიკალური ხელწერით, ან უბრალოდ დაისვენეთ სანაპიროზე. მომდევნო დღიდან ხომ, დიდი თავგადასავლები გველის თითოეულს.
�� საუზმის და ცოტაოდენი მზის აბაზანების შემდეგ, გამგზავრება აეროპორტის მიმართულებით. ნაწილ ბარგს ვტოვებთ კუნძულზე, საიმედო ხელში. მსუბუქად, ხელ - ბარგით, მზისგან დამცავი საცხით და მწერების საწინააღმდეგო სითხით შეიარაღებულები გავფრინდებით ტანზანიის მთავარ მიწაზე. ეს იქნება გადაფრენა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ: პატარა თვითმფრინავი✈️, სადაც კაპიტნის კაბინა ცალკე არ არის გამოყოფილი, მთელი გზა უწყვეტი ინტერაქტივი მფრინავთან და ბევრი საინტერესო ამბის მოსმენა. თუ გაგვიმართლა და მაღალი ხილვადობა იქნა, ილუმინატორიდან დავინახავთ დიდებულ კილიმანჯაროს მთას⛰. დავბინავდებით ქალაქ არუშაში. საღამოს გვექნება საფეხმავლო ტური აფრიკულ ქალაქში.
მომდევნო დღე არასდროს დაგავიწყდებათ!
�� ალბათ, ბევრს გიტირიათ სიმბას გამო, დღეს კი თქვენ პირისპირ შეხვდებით მეფე ლომს��. ტბა მანიარას ნაკრძალი - ადგილი, სადაც სულხან-საბა ორბელიანის იგავს აქარწყლებენ ლომები. თქვენი თვალით, სულ რაღაც ოთხი მეტრის დაშორებით, იხილავთ ხეზე მცოცავ ლომებს. მათ ცოცვის ამბავს დიდი გეოგრაფიული ისტორია აქვს და ამას ჩვენი გიდი ადგილზე გიამბობთ. მანიარას შემდეგ, გეზს ენგორენგორენის ნაციონალური პარკისკენ ავიღებთ. ეს არის საოცარი ადგილი, სადაც ყველაზე მრავალფეროვანი გარეული ცხოველების ჯოგები იყრის თავს. კენიიდან ტანზანიაში და უკან მიგრაციისას, ნადირმა უნდა გაიაროს ეს მიდამოები. პირობას გაძლევთ, ძალიან ბევრ შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ კადრებს წამოიღებთ, ვინც დაგვემგზავრებით.
�� გამთენიისას, სერენგეტის ნაციონალური პარკისკენ დავიძვრებით. სერენგეტი ადგილობრივების ენაზე ნიშნავს თვალუწვდენელ მიწას. იქაურობა მართლაც არასდროს მთავრდება. ეს არის გნუების ბუნებრივი სამშობიარო არეალი, რომლებიც კენიიდან და ახლომდებარე ქვეყნებიდან სამშობიაროდ ჩამოდიან. მათ თვეებით შეუძლიათ დააჩქარონ, ან პირიქით დააგვიანონ მშობიარობა და ყოველთვის ერთად, ჯოგებად მშობიარობენ. დიდია ალბათობა, ამ საოცარ მოვლენას დაემთხვეს ჩვენი ვიზიტიც. მთელ ამ დღეს სერენგეტის თავგადასავლებს დავუთმობთ, ღამესაც ნაკრძალში მდებარე სამოთხეში გავათენებთ. მთელი ღამე იარაღიანი ადგილობრივები დაგვიცავენ. ლოჯში ტკბილ სიზმრებს მხოლოდ ლომის, ან სხვა გარეული ცხოველის ბღავილი დაგიფრთხობთ����������������������������.
�� შემდეგი დღე მასაის ტომის ყოფის გათავისებას ეთმობა. ვესტუმრებით მათ უნიკალურ სოფელს, ვნახავთ, როგორ ცხოვრობენ, სწავლობენ, ეწევიან მეურნეობას. ვეწვევით სახლებში და მათთან ერთად მოვამზადებთ შუაცეცხლზე სადილს. ეს არის ტომი, რომელიც ბუნებრივ ჰარმონიაში ცხოვრობს გარეულ მტაცებლებთან. გპირდებით, მათი კეთილი სახეები არასდროს წაიშლება თქვენი მეხსიერებიდან. ამ დღეს დავბრუნდებით უკან, ზანზიბარის კუნძულზე. ღამეს გავათენებთ პაჟეს ულამაზესი სანაპიროს სასტუმროში, ოკეანის პირას.
�� გინახავთ, გამთენიას გაპარული ოკეანე და ეულად დარჩენილი უძრავი გემები? დილით პაჟეს სანაპიროზე ოკეანე შორს წასული დაგხვდებათ. დღის პირველი ნაწილი ოკეანის ფსკერზე ფეხით სეირნობას და ადგილობრივ წყლის ფერმერებთან ინტერაქტივს დავუთმობთ. მზე რომ ზენიტში ავა, ოკეანეც პირს იბრუნებს და ჩვენც ლურჯი საფარის ტურში წავალთ. კამკამა წყალი, ულამაზესი კუნძული, ზღვის პროდუქტების სამეფო სადილი, ათასგვარი ეგზოტიკური სასმელის, ხილის დეგუსტაცია და ბონუსად, ცისფერ ლაგუნაში ბანაობა - ეს თქვენი დღე იქნება����������������������!
�� დილიდან ზანზიბარის დედაქალაქის უძველეს უბანში სთოუნ თაუნში გავემგზავრებით. მცირე ექსკურსია ქალაქის გარშემო, და შემდეგ „ ფრიზონ აისლენდის“ ტური. ეს კუნძული ადრე აფრიკის კონტინენტის მთავარი ციხე ყოფილა, აქ იხდიდნენ სასჯელს უმძიმესი დანაშაულისთვის, გასული საუკუნიდან კუნძულზე ინგლისელმა მისიონერმა გიგანტური კუების მოშენება დაიწყო��, აქ მცხოვრები რეპტილიები ზოგი 140 წელზე მეტ ხანს ითვლის, გვექნება საშუალება მათთან პირისპირი ინტერაქტივის და უამრავ, საინტერესო ფოტო მასალას წამოვიღებთ კუნძულიდან.
�� ამ ტურის ბოლო დღე: გამთენიას არ უნდა დაიზაროთ და ღამის ბაზარს ესტუმროთ. შემდეგ უკვე, ფრედი მერკურის მუზეუმად ქცეული სახლის დათვალიერება შეგვიძლია. ამის შემდგომ, მოჩვენებების სასახლეს ვესტუმრებით და ბოლოსთვის მოვიტოვებთ უმძიმეს სანახაობას, მონების ბაზარს. ამ ადგილას უკვე კათოლიკური ეკლესიაა აშენებული, თუმცა იქაურობა ინახავს კაცობრიობის უმძიმეს დანაშაულის და ტრაგედიის ფოტო მასალას ....

ფასში შედის :

☑️ვიზა;
☑️ორმხრივ საერთაშორისო ავიაბილეთი;
☑️საფარის ტურისთვის ორმხრივ შიდა ავიაბილეთი;
☑️ყველა ნაციონალური პარკის შესასვლელ ბილეთები, რაც მოცემულია ტურის აღწერაში;
☑️ზანზიბარის კუნძულიდან ტურები;
☑️ინგლისურენოვანი გიდი;
☑️ქართულენოვანი გამყოლი;
☑️9 ღამე სასტუმროს საუზმით;
☑️საფარის ტურის დროს ბრონირებული ჯიპით გადაადგილება;
☑️ყველა ტრანსფერი ტანზანიის ტერიტორიაზე;
☑️ტურის დროს გათვალისწინებული ნავით გადაადგილება;
☑️საფარის ტურის განმავლობაში სამჯერადი კვება (2 სრული დღე);
* სამოგზაურო დაზღვევა;

ღირებულებაში არ შედის:

❌სადილი და ვახშამი (გამონაკლისია საფარის ტურის 2 დღის კვება);
❌ნებისმიერი პირადი ხარჯი, რაც არ არის ტურში შეყვანილი;
* კოვიდ 19 დადგენის შემთხვევაში, სამედიცინო ხარჯები და ცაკლე ტრანსპორტირება;

დამატებითი ინფორმაცია:

❗️მობილური ინტერნეტის ბარათი - 20 $
❗️კვება საშუალოდ 10-15 $ ერთ ადამიანზე
❗️წინასწარი ჯავშნის შემთხვევაში, შესაძლებელია პარაშუტით ხტომა, საიდანაც ზანზიბარის კუნძულის დაუვიწყარი ხედები გადაგეშლებათ 450 $ (ფრენის ხანგრძლივობა შვეულმფრენით აყვანიანად არის 1 საათი)
❗️წყალში ყვინთვა თევზაობით - 190 $
* სერენგეტის ნაციონალური პარკის თავზე საჰაერო ბურთით სეირნობა - 550$ (აუცილებელია წინასწარი ჯავშანი. ფრენა ხდება გამთენიის 5 საათზე, ხანგრძლივობა 1 საათი)

* გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

��აუცილებელია ყვითელი ცხელების აცრა და იმუნიზაციის საეთაშორისო პასპორტის ქონა. აცრა კეთდება იმუნოლოგიის ცენტრში და მისი ღირებულება შეადგენს 140 ლარს.
��ფრენისას სავალდებულოა პირბადის ტარება. მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ კვებისთვის გამოყოფილ დროს.
❌საქართველოს მოქალაქეს ტანზანიაში შესვლისას და უკან დაბრუნებისას არ სჭირდება პისიარ ტესტის აღება.
* უკან დაბრუნებული მოგზაური ექვევმდებარება თვითიზოლაციას (სახლში, სასტუმროში...)
შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტურის შეთავაზება, ფასის, ან ნებისმიერ სხვა დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად დაგვიკავშირდით:
☎️+995 555 24 73 73;

პირველად ქართულ სამოგზაურო ისტორიაში‼ პირდაპირი ჩარტერული რეისი ტაილანდის მიმართულებით‼ ისიამოვნე უვიზო მიმოსვლით შორეულ...
09/12/2019

პირველად ქართულ სამოგზაურო ისტორიაში‼ პირდაპირი ჩარტერული რეისი ტაილანდის მიმართულებით‼ ისიამოვნე უვიზო მიმოსვლით შორეულ აზიაში და შეხვდი ზღაპრულ ახალ წელს ბანკოკში სულ რაღაც 1590 ლარად.
💫 მოგზაურობის პერიოდი : 28.12.2019 – 01.01.2020
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორ კაციან ნომერში და მოიცავს:
✅ ორმხრივი პირდაპირი ავიაბილეთი თბილისი-ბანკოკი-თბილისი .
✅ სასტუმრო: A-One Boutique Hotel 4* .
✅ საუზმე.
✅ სამოგზაურო დაზღვევა.
✅ ტრანსფერი.
ღირებულება არ ითვალისწინებს:
❌საახალწლო ვახშამს.
❌ კვებას რაც არ არის ტურის ღირებულებაში გათვალისწინებული.
❌ სხვა დამატებითი ხარჯი, რაც არ არის ტურის ღირებულებაში გათვალისწინებული.
ფასები განახლებადია. გთხოვთ, გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან საგზურის შეძენამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Happy Travel Georgia
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 20:00
შაბათი 11:00 - 15:00
☎️ +995 555 24 73 73; +995 599 95 29 29
📩 [email protected]
www.happytravel.ge

აფრიკული ზაფხული ჰეფი თრეველ ჯორჯიასგან ! 12 დან 18 იანვრამდე ზანზიბარის კამკამა სანაპიროები შენ გელოდება‼უღრუბლო ცა, ქვ...
25/11/2019

აფრიკული ზაფხული ჰეფი თრეველ ჯორჯიასგან ! 12 დან 18 იანვრამდე ზანზიბარის კამკამა სანაპიროები შენ გელოდება‼
უღრუბლო ცა, ქვიშიანი სანაპიროები და კამკამა წყალი ! ეს ახდენილი ოცნებაა ‼

• Karafuu Beach Resort & Spa 4* HB Cottage 2935 ლარი.
• Hakuna Matata Beach Lodge 4* HB Deluxe Bungalow 3629 ლარი.
• Sea Cliff Resort & Spa 5* HB Superior Room 3054 ლარი.
• Park Hyatt Zanzibar 5* BB Park Room 3757 ლარი.
• Essque Zalu Zanzibar 5* HB Suite, 1 King Bed, Garden View 3745 ლარი.

ღირებულება მოცემულია 1 ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში.

ღირებულებაში შედის :

✅ ავიაკომპანიის FLYDUBAI ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი- ზანზიბარი -თბილისი)✅ბარგი : 20/20 კგ.
✅ სასტუმროს ნომერი 5 ღამე შესაბამისი კვებით.
✅ჯგუფური ტრანსფერი.
✅ დაზღვევა.

ღირებულებაში არ შედის:

❌ ვიზა.
❌ ლანჩი და სადილი.
❌ სხვა დამატებითი ხარჯი, რაც არ არის ტურის ღირებულებაში გათვალისწინებული.

ფასები განახლებადია. გთხოვთ, გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან საგზურის შეძენამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Happy Travel Georgia
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 20:00
შაბათი 11:00 - 15:00
☎️ +995 555 24 73 73; +995 599 95 29 29
📩 [email protected]
www.happytravel.ge

6 დღეში ჩატეული ორი  ქვეყანა გემრანია და ჩეხეთი თავის დიდებული ციხესიმაგრეებით❗ზამთრის საექსკურსიო ტური  ჰეფი თრეველ ჯორ...
22/11/2019

6 დღეში ჩატეული ორი ქვეყანა გემრანია და ჩეხეთი თავის დიდებული ციხესიმაგრეებით❗ზამთრის საექსკურსიო ტური ჰეფი თრეველ ჯორჯიასგან❗ დაგვემგზავრეთ ყოველ ორშაბათს და თქვენი თვალით ნახეთ დიდებული ნოინშვაინშტაინის და კრუმლოვის ციხესიმაგრეები❗
ტურის ღირებულება 1190 ლარიდან,
💫დღე 1. ჩაფრენა პრაღაში, ტრანსფერი სასტუმროში თავისუფალი დრო.
💫დღე 2; დღე 3 ორ დღიანი სრული "City Tour" დედაქალაქ პრაღაში.
💫დღე 4, ოთხშაბათის ერთ დღიანი ტური მიუნხენში, ბავარიის ციხის ნოინშვაინსშტაინის დათვალიერება, დაბრუნება პრაღაში.
💫 დღე 5 პარასკევი ჯგუფური ტური სესკი კრუმლიოვისა და ჰლუბოკის ციხესიმაგრეზე.
💫დღე 6 ტრანსფერული სასტუმრო - პრაღის აეროპორტი.

ღირებულებაში შედის:
✅განთავსება პრაღაში 3 * სასტუმროში (5 ღამე) საუზმით;
✅ორმხრივი ტრანსფერი პრაღაში;
✅ჯგუფური ტურები "City Tour", "მიუნხენი და ბავარიის ;✅ციხე", "ჩეხ კრუმლიოვი";
✅სამოგზაურო დაზღვევა.

ღირებულებაში არ შედის:

❌ ავიაბილეთები,
❌ ლანჩი და სადილი,
❌ სხვა დამატებითი ხარჯი, რაც არ არის ტურის ღირებულებაში გათვალისწინებული.

ფასები განახლებადია. გთხოვთ, გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან საგზურის შეძენამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Happy Travel Georgia
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 20:00
შაბათი 11:00 - 15:00
☎️ +995 555 24 73 73; +995 599 95 29 29
📩 [email protected]
www.happytravel.ge

10 დღეში ჩატეული  ჩეხეთი-საფრანგეთი-გერმანია და ავსტრია ❗დაგვევმგზავრეთ ყოველ ოთხშაბათს და იმოგზაურეთ ზამთრის ევროპაში ჰ...
21/11/2019

10 დღეში ჩატეული ჩეხეთი-საფრანგეთი-გერმანია და ავსტრია ❗
დაგვევმგზავრეთ ყოველ ოთხშაბათს და იმოგზაურეთ ზამთრის ევროპაში ჰეფი თრეველ ჯორჯიასთან ერთად❗

💫 დღე 1 ოთხშაბათი: ჩაფრენა პრაღაში და ტრანსფერი სასტუმროში- თავისუფალი დრო.
💫 დღე 2 ხუთშაბათი: ქალაქის ტური ჩეხეთის ულამაზეს დედაქალაქში
💫 დღე 3 პარასკევი: გაფრენა პარიზის მიმართულებით, - თავისუფალი დრო
💫 დღე 4 შაბათი: ქალაქის ტური პარიზში
💫დღე 5 კვირა: პარიზის ღირსშესანიშნაობების ვიზიტი
💫დღე 6 ორშაბათი: პრაღაში დაბრუნება
💫დღე 7 სამშაბათი: 11 საათიანი ექსკურსია დრეზდენში, გერმანია.
💫დღე 8 ოთხშაბათი: დრო შოპინგისთვის
💫დღე 9 ხუთშაბათი: 14 საათიანი ექსკურსია ვენაში
💫დღე 10 პარასკევი: გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
ტურის ღირებულება 2253 ლარიდან.

ღირებულებაში შედის:

✅განთავსება პრაღაში 3 * სასტუმროში (9 ღამე) საუზმით,
✅ ჯგუფური ტრანსფერი პრაღაში ,
✅ჯგუფი ტურები: პრაღა, პარიზი, დრეზდენი, ვენა.
✅სამოგზაურო დაზღვევა.

ღირებულებაში არ შედის:

❌ ავიაბილეთები,
❌ ლანჩი და სადილი,
❌ სხვა დამატებითი ხარჯი, რაც არ არის ტურის ღირებულებაში გათვალისწინებული.

ფასები განახლებადია. გთხოვთ, გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან საგზურის შეძენამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Happy Travel Georgia
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 20:00
შაბათი 11:00 - 15:00
☎️ +995 555 24 73 73; +995 599 95 29 29
📩 [email protected]
www.happytravel.ge

8 დღიანი საოცნებო მოგზაურობა ევროპასა და აზიაში ‼თანამედროვე და უძველესი ცივილიზაციის ნაზავი - 3 ქვეყანა და 8 ქალაქი ერთ...
15/11/2019

8 დღიანი საოცნებო მოგზაურობა ევროპასა და აზიაში ‼

თანამედროვე და უძველესი ცივილიზაციის ნაზავი - 3 ქვეყანა და 8 ქალაქი ერთ ტურში ‼
🇨🇾 კვიპროსი
🇯🇴 იორდანია
🇬🇷 საბერძნეთი
შემოგვიერთდით და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად არაბული ზღაპრის კვალდაკვალ.
ლარნაკა, პაფოსი, ვადი რუმი, ვადი გამი/პეტრა, ჯერაში, ამანი , აქაბა და ათენი, ხმელთაშუა , წითელი და მკვდარი ზღვები, მდინარე იორდანე ერთ ტურში.
📅 სამოგზაურო პერიოდი: 18-25 იანვარი 2020 წელი.
💫 სამოგზაურო ტურის ღირებულება3645 ლარი❗️🌠☄️🌌

💫 დღე 1: ქუთაისი-ლარნაკა ფრენა, დავისვენებთ და დავათვალიერებთ ქალაქ ლარნაკას. იანვარში იქაურობას ფლამინგოები სტუმრობენ, მათ ჭვრეტას შორიდან დაგვიჯერეთ არაფერი სჯობს, მოვინახულებთ ლუკა მოციქულის ულამაზეს ტაძარს, ტრანსფერი ქალაქ პაფოსში და სასტუმროში განთავსება.

💫 დღე 2 : დილას არქეოლოგიური მუზეუმის დათვალიერებით ვიწყებთ, შუადღე კი ზღვის პროდუქტების მოყვარულთა დღესასწაულად გამოგვიცხადებია - საოცარი სადილი ხმელთაშუა ზღვის ნობათით❗ დღის მეორე ნახევარიდან ვიკრებთ ძალებს და ვემზადებით იორდანიის შესაცნობად❗
💫 დღე 3 : გამთენიისას ფრენა ამანის მიმართულებით. დილიდან ექსკურსია ჯერაშში - უძველესი ქალაქი უნიკალური ბერძნულ - რომაული არქიტექტურით. დაბრუნება ამანში. ამანის ტური: სამეფო ხიდი, ციტადელი, საიდანაც ხელისგულივით მოსჩანს სამეფო დედაქალაქი, იორდანიის არქეოლოგიური მუზეუმი. ღამისთევა ამანის სასტუმროში.
💫 დღე 4: გეზს მდინარე იორდანესკენ ავიღებთ, ეს ის ადგილია სადაც მაცხოვარი განიბანა. შემდეგი გაჩერება ნებოს მთა, აქ გაატარა ცხოვრების ბოლო წლები ბიბლიურმა მოსემ, 40 წელი უდაბნოში ხეტიალის შემდეგ. მთაზე აღმართული ეკლესია პირდაპირ უყურებს იერუსალიმის აღთქმულ მიწას. ტაძარში შესულ მომლოცველს საოცარი ძალა და განწყობა ეუფლება. მთის შემდეგ გეზს პირდაპირ მკვდარი ზღვისკენ ავიღებთ, აქაური ზღვის მარილის და მზის სინთეზი სასწაულებრივად მოქმედებს კანის სტურქურაზე. დაისვენეთ, თუნდაც ორი საათი სანაპიროზე და იგრძნობთ რამოდენიმე წლით უცებ გაახალგაზრდავებას. მკვდარ ზღვაზე შესაძლებლობა გექნებათ ჩაიტაროთ ორგანიზმისთვის სასარგებლო მარილის და ტალახის უნიკალური თერაპიები. გამგზავრება ვადი რუმის უდაბნოსკენ. ადგილი, სადაც გადაღებულია ფილმები: „მარსელი“, "ვარსკვლავური ომები", "პრომეთე" და "ტრანსფორმერები". საღამოს გელოდებათ მილიონი ვარსკვლავით მოჭედილი ცა და ბედუინების მიერ მომზადებული ვახშამი 🍽, რომელსაც კარვის შუაგულში ცეცხლის გარშემო შემომსხდრები მიირთმევთ, ტრადიციული ცეკვები და არომატული ჩაი ერთიანად დაგაკარგვინებთ რეალობის აღქმას და თავს ათას ერთი ზღაპრის გმირად გაგრძნობინებთ 🔥 ☕. ღამისთევა კომფორტულ კარვებში.

💫 დღე 5: გინახავთ უდაბნოში მზე როგორ ამოდის? თითქოს მთვარეს ესალმება, ჩერდება და შემდეგ ქვიშისფერში ეხვევა 🌞🌛. ამ ცერემონიალზე დასასწრებად ჩვენი ბედუინი მასპინძლები აუცილებლად სისხამ დილით აგაყენებენ, საუზმის შემდეგ იწყება „მზის დადევნება“ უდაბნოში აქლებემით ☀🐫., ნამდვილად არაბული ზღაპრის მონაწილედ იგრძნობთ თავს: წითელი ქვიშა, აქლემები, თაბრუდამხვევი რბოლა ჯიპებით უდაბნოს კლდეებს შორის. გამგზავრება პეტრაში, ღამისთევა სასტუმროში.

💫 დღე 6: მოინახულებთ დაკარგულ ქალაქს - პეტრას, რომელიც მეოცე საუკუნეში ხელმეორედ იქნა აღმოჩენილი შვეიცარიელი მკვლევრის იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტის მიერ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში აშენებულ ელ-დეირის მონასტრამდე ფეხით ასვლა საოცარი გამოცდილებაა, თუმცა ასევე შესაძლებელია ვირებით ასვლაც. აქ შეგიძლიათ ბედუინებისგან შეიძინოთ უნიკალური სუვენირები მისაღებ ფასად 🎁. გამგზავრება წითურ ქალაქ აქაბაში . იცით როგორია არაბული ქალაქი ღამით? ფანრის შუქზე აქაბას ხილვა და სეირნობა წითელი ზღვის სანაპიროზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. ღამისთევა სასტუმროში.

💫 დღე 7: თავისუფალი დღე აქაბაში, თუ გსურთ არაბული სამყაროს შეცნობა აუცილებლად უნდა ისეირნოთ იორდანიის ქალაქის ქუჩებში, ღამის ფრენა ათენის მიმართულებით.

💫 დღე 8: დილით ადრე გამოფრენა ათენიდან ქუთაისის მიმართულებით.
ღირებულებაში შედის:
✅ ყველა ტრანსფერი.
✅ შიდა გადაადგილება იორდანიის ტერიტორიაზე.
✅ სასტუმროებში განთავსება საუზმით.
✅ ვადი რუმის უდაბნოს ექსკურსიები ჯიპებით, აქლემებით, ღამის შოუ და დილის მზის ამოსვლის ცერემონია.
✅ ყველა შესასვლელი ბილეთი იორდანიის ტერიტორიაზე.
✅ ვახშამი, საუზმე,ლანჩი ვადი რუმის უდაბნოს პერიოდში.
✅ ტრანსფერების დროს ინტერნეტ მომსახურება იორდანიაში.
✅ თითო ბოთლი წყალი ყოველდღიურად იორდანიის ტერიტორიაზე.
✅ ვიზა.
✅ დაზღვევა.
✅ ქართულენოვანი გამყოლი/გიდი.

ღირებულებაში არ შედის:
❌ ავიაბილეთები.
❌ ლანჩი და სადილი
❌ სხვა დამატებითი ხარჯი, რაც არ არის ტურის ღირებულებაში გათვალისწინებული.

ფასები განახლებადია. გთხოვთ, გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან საგზურის შეძენამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Happy Travel Georgia
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 20:00
შაბათი 11:00 - 15:00
☎️ +995 555 24 73 73; +995 599 95 29 29
📩 [email protected]
www.happytravel.ge

14 დღეში დალაშქრული  საოცარი ეგვიპტე:  ზედა, შუა და ქვემო ძველი სამეფოები ერთად! ასვანი, ლუქსორი,  მემფისი, ელ კარნაკი, ...
02/11/2019

14 დღეში დალაშქრული საოცარი ეგვიპტე: ზედა, შუა და ქვემო ძველი სამეფოები ერთად! ასვანი, ლუქსორი, მემფისი, ელ კარნაკი, ედფუ, აბუ, სიმბლი, კაირო, ალექსანდრია, ტუნისი, ფეირუმი, ჰურგადა, რამსა, ნუბიენი, კომ ომბო, თეთრი და შავი უდაბნო და გიზა ერთ მოგზაურობაში. დაგვემგზავრე შემდეგ ტურზე! გადაიმეორე მსოფლიო უძველესი ისტორია ჩვენთან ერთად ლაივში!

A long tour 17.-29.10.2019 throught egypt, landing in Luxor, then to Aswan, Abu Simbel. After that on the Nile Cruise. We stopped in Kom Ombo and Edfu. We ch...

🤩 გრანდიოზული აქცია ❗🇪🇬 შარმ ელ შეიხი - 7 დღე მხოლოდ 735 ლარიდან ️🏝Sharm Inn Amarein 4★ (AI) - 735 ლარიhttps://www.booki...
21/10/2019

🤩 გრანდიოზული აქცია ❗
🇪🇬 შარმ ელ შეიხი - 7 დღე მხოლოდ 735 ლარიდან ️🏝

Sharm Inn Amarein 4★ (AI) - 735 ლარი
https://www.booking.com/hotel/eg/sharm-inn-amarein-sharm-elsheikh.html
Parrotel Aqua Park Resort - 4★ (AI) - 985 ლარი
www.tophotels.ru/hotel/al14258
Continental Plaza Resort & Aquapark (ex. Inter Plaza Beach) - 5★ (AI) - 1005 ლარი
http://www.continentalplazabeach.com/Pages/Default.aspx
Siva Sharm (ex. Savita Resort & SPA) - 5★ (AI) - 1088 ლარი
https://www.redseahotels.com/…/sharm-…/siva-sharm-resort-spa
Grand Hotel Sharm 5* (AI) - 1120 ლარი
https://www.redseahotels.com/…/the-grand-hotel-sharm-el-she…
Rehana Royal Beach Resort, Aquapark & SPA 5★ - 1235 ლარი
https://www.booking.com/hotel/eg/rehana-royal-beach-resort-spa.html
Le Royale Sonesta Collection Luxury Resort (ex. Royal Sonesta) 5★ - 1268 ლარი
https://www.booking.com/hotel/eg/le-royale-sharm-el-sheikh-sonesta-collection-luxury-resort.html

რეისი: 22.10.2019 – 29.10.2019
ფასი მოცემულია 1 უფროსზე ორადგილიან ნომერში
ფასში შედის:
✈ ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი - შარმ ელ შეიხი - თბილისი)
🏩 სასტუმრო
🍳 კვება (AI-All Inclusive)
🚌 ტრანსფერი (აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)
📜 სამოგზაურო დაზღვევა
გაითვალისწინეთ, ფასები ცვალებადია და გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორთან საგზურის შეძენამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Happy Travel Georgia
მის: თბილისი, ბარნოვის ქ. 51ა
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 20:00
შაბათი 11:00 - 16:00
☎️ 234 41 81; +995 599 95 29 29
www.happytravel.ge

🇲🇻 მალდივები - საოცნებო მიმართულება, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ❗👌 7 დღიანი ტურის ღირებულება - 4760 ლარიდან ❗Malahini Ku...
16/10/2019

🇲🇻 მალდივები - საოცნებო მიმართულება, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ❗

👌 7 დღიანი ტურის ღირებულება - 4760 ლარიდან ❗

Malahini Kuda Bandos 3* (BB) - 4760 ლარი

http://www.booking.com/Share-ohVL38

რეისი: 01.03.2020 – 08.03.2020

ფასი მოცემულია 1 უფროსზე ორადგილიან ნომერში და შედის:

✈ ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი-მალე-თბილისი

🏨 სასტუმროში განთავსება

🍳 კვება (BB-საუზმე)

📜 სამოგზაურო დაზღვევა

🚌 ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი)

ფასები განახლებადია. გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან საგზურის შეძენამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

Happy Travel Georgia

მის: ბარნოვის ქ. 51ა

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 20:00

შაბათი 11:00 - 16:00

ტელ: 234 41 81; +995 599 95 29 29

[email protected]

www.happytravel.ge

👌 დღის აქცია❗🇱🇰 შეიძინეთ შრი ლანკის საგზურები - 2864 ლარიდან ❗● THE BLUE WATER - 5★ (BB) - 2864 ლარიhttp://www.booking.c...
10/10/2019

👌 დღის აქცია❗
🇱🇰 შეიძინეთ შრი ლანკის საგზურები - 2864 ლარიდან ❗
● THE BLUE WATER - 5★ (BB) - 2864 ლარი
http://www.booking.com/Share-B0cO6b
● THE BLUE WATER - 5★ (HB) - 3345 ლარი http://www.booking.com/Share-B0cO6b
● VIVANTA BY TAJ-SUPERIOR CHARM - 5★ (BB) - 3800 ლარი
https://vivanta-by-taj-bentota-sri-lanka-en.ww.lk/superior-charm-room-338.html
● VIVANTA BY TAJ-SUPERIOR CHARM - 5★ (HB) - 4926 ლარი
https://vivanta-by-taj-bentota-sri-lanka-en.ww.lk/superior-charm-room-338.html
რეისი: 06.11.2019 – 15.11.2019
ფასი მოცემულია 1 ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში და შედის:
✈ ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი - კოლომბო - თბილისი)
🏨 სასტუმრო 10 დღე/9 ღამე
🍳 კვება (BB- საუზმე; HB-ორჯერადი კვება)
📜 სამოგზაურო დაზღვევა
🚌 ტრანსფერი (აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)
გაითვალისწინეთ ❗
👉ფასები ცვალებადია და გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორთან საგზურის შეძენამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Happy Travel Georgia
მის: თბილისი, ბარნოვის ქ. 51ა
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 20:00
შაბათი 11:00 - 16:00
☎️ +995 599 95 29 29
📩 [email protected]
www.happytravel.ge

Address

51a Barnovi Str
Tbilisi
0154

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Happy Travel Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Happy Travel Georgia:

Share