22/05/2026
☢ სახიფათო ტვირთები მოიცავს ისეთ ნივთიერებებსა და მასალებს, რომელთა არასწორმა ტრანსპორტირებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას, ქონებასა და გარემოს.
📜 მათი საავტომობილო გადაზიდვა ხორციელდება საერთაშორისო რეგულაციის - ADR-ის მოთხოვნების მკაცრი დაცვით, რაც უსაფრთხოების ერთიან სტანდარტს უზრუნველყოფს.
🚚 აღნიშნული ტვირთების გადასაზიდად გამოიყენება ტექნიკურად გამართული, სპეციალურად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო პერსონალი გადის სავალდებულო ტრენინგებსა და სერტიფიცირებას.
🌍 გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით, სახიფათო ტვირთები იყოფა 9 ძირითად კატეგორიად:
1️⃣ ფეთქებადი მასალები და საგნები
2️⃣ გაზები (შეკუმშული, თხევადი და გახსნილი)
3️⃣ ადვილად აალებადი სითხეები
4️⃣ ადვილად აალებადი მყარი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები
5️⃣ მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები
6️⃣ შხამიანი და ინფექციური ნივთიერებები
7️⃣ რადიოაქტიური ნივთიერებები
8️⃣ კოროზიული ნივთიერებები
9️⃣ სხვა სახიფათო ნივთიერებები და საგნები
✨ Gold Way უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთების უსაფრთხო, სანდო და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში განხორციელებულ ტრანსპორტირებას.
👩💻კითხვბის შემთხვევაში შეავსეთ მარტივი ფორმა და ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში: https://shorturl.at/qPC5D
👉დაგვიკავშირდით დღესვე:
📞 +995 (032) 2 236 238 | 🌐 [email protected]
♪ შემოგვიერთდით Tiktok გვერდზე: https://shorturl.at/3OGwV