Delta club Georgia / დელტა კლუბი საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Delta club Georgia / დელტა კლუბი საქართველო

Delta club Georgia / დელტა კლუბი საქართველო მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კ?

https://www.youtube.com/watch?v=dFiTjNTSj7o&feature=youtu.be&fbclid=IwAR0Q5_5-xsYUV2QCvqPmqXJ1nBiJM7OPvBOGNhexhqUopnUvHd...
06/12/2019

https://www.youtube.com/watch?v=dFiTjNTSj7o&feature=youtu.be&fbclid=IwAR0Q5_5-xsYUV2QCvqPmqXJ1nBiJM7OPvBOGNhexhqUopnUvHd8JzLEgGno

წარმატებას ვუსურვებთ "AEROS " დელტაპლანების საწარმოს ,სადაც გაიარეს ჩვენმა თანამშრომლებმა კვალიფიაციის ასამაღლებელი კურსები ,რომლებსაც მიენიჭად დელტაპლანის სერთიფიცირების როგოც ,მიწაზე ასევე ჰაერში განკუთვნილი სერტიფიცეირების სერთიფიკატი !!✈️✈️✈️✈️✈️✈️✈️✈️❤️❤️❤️❤️❤️

Are you tired of monotony? Do you want something unusual? Experts are advising to “Take to the skies!” Not by plane, but with wings like a bird. A new, rewar...

16/06/2019

🦇🦇🦇

https://www.facebook.com/266765790014650/posts/2398206353537239/
12/06/2019

https://www.facebook.com/266765790014650/posts/2398206353537239/

➡️ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მფლობელთა საყურადღებოდ

✔ ნორმატიული აქტის პროექტის გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, განსახილველად წარმოგიდგენთ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ავტორიზაციის და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ პროექტს.

✔ წარმოდგენილი წესის პროექტის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მგზავრთა უფლებების დაცვა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ავტორიზაციის, საფრენოსნო ექსპლუატაციის და სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნების დადგენის გზით.

✔ ნორმატიული აქტი კრძალავს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის კომერციული მიზნით ექსპლუატაციას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავტორიზაციის შედეგად გაცემული სერტიფიკატის (UOC - ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ავტორიზაციის სერტიფიკატი) ფლობის გარეშე. ამასთან, ექსპლუატანტი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საფრენოსნო ექსპლუატაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება სააგენტოს დირექტორის №95 ბრძანების ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი’’-ის შესაბამისად განსაზღვრული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი) მგზავრისა და მესამე პირის მიმართ.

🔘 ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის შენარჩუნება რეგისტრაციის სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად.

🔘 ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირი, რომელიც დანიშნულია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრად ფლობს პილოტის მოქმედ მოწმობას და ოსტატობას შესაბამისი კატეგორიის ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე, აგრეთვე ფლობს მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს და გავლილი აქვს ყველა შესაბამისი სწავლება.

🔘 ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ექსპლუატაცია განხორციელდება აეროდრომიდან ან საფრენი მოედნიდან რომლის ფიზიკური მახასიათებლები, დაბრკოლებისაგან შემზღუდავი ზედაპირები და ვიზუალური დამხმარე საშუალებები უზრუნველყოფს ზსხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციას.

🔘 ავტორიზაცია გაიცემა და მოქმედების ვადა გაგრძელდება 12 თვის ვადით. სერტიფიკატი (UOC) ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ მის შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.

წესის მოქმედება არ გავრცელდება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე, რომელიც მოიცავს ფრენას პირადი მიზნებისთვის, სპორტულ და ფიგურულ ფრენებს (ავიაშოუ) ასევე, სამეცნიერო და ექსპერიმენტალურ ფრენებს.

ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია დიდი ბრიტანეთის და სხვა სახელმწიფოების საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

➡️ ნორმატიული აქტის პროექტი ოპერატორებს 8 ივნისს დაეგზავნათ. დოკუმენტი ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: http://www.gcaa.ge/geo/publicconsultations.php

➡️ შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 16 ივნისის ჩათვლით, შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

https://www.facebook.com/266765790014650/posts/2335691963122012/
06/05/2019

https://www.facebook.com/266765790014650/posts/2335691963122012/

➡ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მფლობელების/ოპერატორების საყურადღებოდ

✔ ნორმატიული აქტის პროექტის გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, განსახილველად წარმოგიდგენთ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესის“ პროექტს.

წესის მიზანია ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების გზით. ნორმატიული აქტის პროექტი არეგულირებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის (პილოტი, პილოტ-კურსანტი და ინსტრუქტორი) მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, განახლების, შეჩერების, აღდგენის და აღიარების საკითხებს.

წესის მოქმედება ვრცელდება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობაზე, რომელიც ახორციელებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ზემსუბუქი საფრენი აპარატის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობაზე, რომლის ფრენა შეუძლებელია ადამიანის მასის და ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე და არ რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.

ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, თურქეთის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

📍 ნორმატიული აქტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/publicconsultations.php

➡ შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 12 მაისის ჩათვლით, შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected]

31/03/2019
30/03/2019

Address

Tbilisi

Telephone

551901155

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Delta club Georgia / დელტა კლუბი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Delta club Georgia / დელტა კლუბი საქართველო:

Share