ანაკლიის პორტი Anaklia Port

ანაკლიის პორტი Anaklia Port Development of Anaklia Deep Sea Port project commenced in 2016. The port's construction works are announced to start on December 20, 2017.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. პროექტის სამშენებლო სამუშოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემებს 2021 წელს მიიღებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისა და მშენებლობის პროექტს ქართულ- ამერიკული კონსორციუმი - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ახორციელებს. The port will be opened by 2021. Anaklia Deep Sea Port is being developed by a Georgian American joint venture Anaklia Developement Consortium.

31/07/2025

Mr. Bob Meijer and Anaklia Development Consortium Issue
Statements Following Ruling of the International Centre for
Settlement of Investment Disputes (ICSID) Related to the

Anaklia Deep Water Port Project

RELEASE: 31 JULY 2025
TBILISI, GEORGIA, 31 July 2025 – Mr. Bob Meijer and the Supervisory Board of the
Anaklia Development Consortium (ADC) issued the following statements in response to
the award issued by the Tribunal in arbitration case Bob Meijer v. Georgia (ICSID Case
No. ARB/20/28). Mr Meijer’s claim was filed at the International Centre for Settlement of
Investment Disputes (ICSID) pursuant to the Agreement on Encouragement and
Reciprocal Protection of Investments between Georgia and the Kingdom of the
Netherlands (the BIT).
Mr. Meijer’s claim sought to recover the value of his investment in the Anaklia
Development Consortium (ADC) following the Government’s January 2020 termination
of its Investment Agreement with ADC to develop the Anaklia Deep Water Port.
On July 30, 2025, the ICSID Tribunal issued an award denying Mr. Meijer’s claim.
Specific details of the ruling and the arbitration proceedings are confidential.
Statement of Mr. Bob Meijer
“The outcome of the ICSID arbitration is disappointing, but it is important to understand
that the Tribunal only examined a narrow question: whether the Government was within
its rights under the Georgia-Netherlands bilateral investment treaty to terminate the
Investment Agreement. I chose to invest in ADC and the Anaklia Port because I saw
the enormous potential for Georgia to establish a leading role in the regional economy
and in global trade. Likewise, I have always maintained absolute trust in the integrity
and vision of my fellow ADC investors, and in our collective ability to develop this port
project, if only the Georgian government would play a proper role in facilitating its
development.”
Statement of Anaklia Development Consortium
“While the ICSID ruling is unfortunate, it does not change the central fact that this
Government has completely failed in its long-promised commitment to develop Anaklia.

Literally within weeks of terminating the investment agreement with ADC, the Georgian
Dream government commenced five years of broken promises and empty rhetoric about
its intention to build the Anaklia Port. But here we are, five years later, and there is no
signed agreement with any developer, much less actual construction.
“Had this government upheld its obligations and supported ADC, the Anaklia Port would
be operating today, providing thousands of jobs for Georgians, boosting our nation’s
economy and making Georgia a vital link in global commerce. Had it done so, this
government would be seen as a respected leader on the world stage, rather than as the
pariah that it has become.”

Background:
ADC is a consortium which consists of TBC Holding Anaklia from Georgia, Van Oord
PPP International of the Netherlands, British Wondernet Express working in Central
Asia, G-Star Ltd. from Bulgaria, Conti International from the U.S. and Mr. Meijer.
In July 2020, ADC filed a request for arbitration before the International Court of
Arbitration of the International Chamber of Commerce (ICC), seeking to recover the
value of their investment and rights in the Anaklia Deep Water Port Project following the
Georgian Government’s January 2020 termination of the Investment Agreement which
granted ADC the right to develop the Anaklia Port Project. That termination followed a
sustained politically-driven campaign to undermine ADC and its investors and to thwart
ADC’s efforts to develop the project in accordance with the Investment Agreement.
ADC’s ICC claim was denied in July 2024.
Separately, Mr. Meijer, filed his own ICSID arbitration claim against Georgia seeking
his own relief for the losses he has suffered at Georgia’s hands.
In the arbitrations ADC and Mr. Meijer were represented by a legal team led by Mr.
Andy Moody at Baker McKenzie in London and Ms. Ketevan Kvartskhava at BLC in
Tbilisi.

# # #

CONTACTS
FOR GEORGIAN MEDIA:
Keti Eloshvili
[email protected]
+995 322 292 24 91
FOR ENGLISH-LANGUAGE MEDIA:
Chris Gidez
[email protected]

+1-914-319-6582

31/07/2025

ბატონი ბობ მეიერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებენ განცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე

თარიღი: 31 ივლისი, 2025
თბილისი, საქართველო, 31 ივლისი 2025 – ბატონმა ბობ მეიერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) სამეთვალყურეო საბჭომ გაავრცელეს წინამდებარე განცხადება, საქმეზე „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“ (ICSID-ის საქმე # ARB/20/28), საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების პასუხად. ბატონი მეიერის სარჩელი საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეტანილ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დადებული, „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების (BIT) საფუძველზე.
ბატონი მეიერის სარჩელი მიზნად ისახავდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (ADC) მისი ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სთან დადებული ინვესტიციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.
2025 წლის 30 ივლისს, ICSID-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონი მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების და საარბიტრაჟო პროცედურების კონკრეტული დეტალები კონფიდენციალურია.
ბატონი ბობ მეიერის განცხადება
“ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი: იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. მე გადავწყვიტე განმეხორციელებინა ინვესტიცია ADC-ში და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი.
ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების – ADC-ის ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ, და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, განგვევითარებინა ეს პორტის პროექტი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში.“
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება
“მიუხედავად იმისა, რომ ICSID-ის გადაწყვეტილება სამწუხაროა, ის არ ცვლის მთავარ ფაქტს – ამ მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება, ანაკლიის განვითარების შესახებ. საინვესტიციო ხელშეკრულების ADC-სთან შეწყვეტიდან სულ რამდენიმე კვირაში, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო ხუთწლიანი ცარიელი რიტორიკა და შეუსრულებელი დაპირებები ანაკლიის პორტის აშენების შესახებ. დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ, არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება არცერთ ინვესტორთან, მით უმეტეს არ არის დაწყებული მშენებლობა.“
ამ მთავრობას რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები და დახმარებოდა ADC-ს, ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს ქართველებისთვის, გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან რგოლად აქცევდა. ასე რომ მოქცეულიყო, ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული, და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა.”
პრეისტორია:
ADC არის კონსორციუმი შემდგარი „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ის (ნიდერლანდები), ბრიტანული Wondernet Express-ის, რომელიც საქმიანობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შპს G-Star-ის (ბულგარეთი), „Conti International“-ის (აშშ) და ბატონი მეიერისგან.
2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულებით ADC-ის მინიჭებული ჰქონდა ანაკლიის პორტის განვითარების უფლება. ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდა ძლიერი, პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია, რათა ძირი გამოეთხარათ ADC-ის და მისი ინვესტორებისთვის და წინ აღდგომოდნენ ADC-ის ძალისხმევას, განევითარებინა პროექტი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად. 2024 წლის ივლისს, ICC-ის წესებით მიმდინარე არბიტრაჟში, ADC-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბატონმა მეიერმა, ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ცალკე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა ICSID-ს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მის მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ADC-ის და ბატონი მეიერის იურიდიული წარმომადგენლები არიან გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბ-ნი ენდი მუდი ლონდონიდან, Baker McKenzie-ის პარტნიორი და ქალბატონი ქეთევან ქვარცხავა თბილისიდან, იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი.
# # #
საკონტაქტო ინფორმაცია

ქართული მედიისთვის:
ქეთი ელოშვილი
[email protected]
+995 322 292 24 91

ინგლისურენოვანი მედიისთვის:
კრის გიდეზ
[email protected]
+1-914-319-6582

07/04/2025

სენატორი შაჰინი მართალია. ივანიშვილის პრო-რუსულმა და პრო-ჩინურმა რეჟიმმა, საქართველოს მოსახლეობას და მთელ რეგიონს წაართვა საუკუნის შესაძლებლობა.

ამერიკული და ევროპული ინვესტიციების კონფისკაციით და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის პროექტის გადაცემით, მათ შეაჩერეს საქართველოს სტრატეგიული განვითარება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომელსაც შეეძლო კავკასია გადაექცია მთავარ სატრანზიტო კვანძად, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ.

მე მჯერა, რომ ეს დროებითი მოვლენაა. როგორც კი პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ახალი პროდასავლური ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაასრულებს.

30/07/2024

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

For English scroll down 👇

თბილისი, საქართველო, 30 ივლისი, 2024 წ. - როგორც ჩვენს 29 ივლისის განცხადებაში აღვნიშნეთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები იმედგაცრუებულები არიან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერება აირჩიეს. მნიშვნელოვანია ამ საკითხის შესაბამისი კონტექსტის ფარგლებში გააზრება.

როგორც აქამდე აღვნიშნეთ, მთავრობის დიდი ხნის კამპანია, ანაკლიის პორტის თავდაპირველი პროექტის (მას შემდეგ, რაც თავდაპირველად მთავრობამ მოიწონა პროექტი) და ამ პროექტის ინვესტორების წინაამდეგ, საჯაროდ ცნობილია. არბიტრაჟს არ დაუდგენია, რომ კამპანიამ პროექტის წარუმატებლობა გამოიწვია.

ADC-ის მიმართ დამდგარი შედეგის მიუხედავად, ჭეშმარიტად სამწუხარო ის გახლავთ, რომ მთავრობის ამ ქმედებებმა შედეგად გამოიწვია პროექტის განვითარების წლობით დაყოვნება, ათობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა და მილიონობით მიუღებელი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში და მისაღები შემოსავალი, რითიც საქართველოს მოქალაქეები სარგებელს მიიღებდნენ. ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღნიშნულიდან არაფერს არ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გამარჯვებად მიიჩნევს, იგი არ შეიძლება გამარჯვებად ჩაითვალოს. გადაწყვეტილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან. და ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს მოსახლეობას მცდარი, საქართველოსთვის სახარბიელო სურათი დაუხატეს. აღნიშნული კი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სინამდვილეში, ეს იყო მწვავე დავა (გადაწყდა 2-1-ის წინაააღმდეგ) და ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ADC-ის მიერ დაყენებულმა მოთხოვნებმა მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებული მნიშნელოვანი საკითხები წამოჭრა და გააჩინა ლეგიტიმური კითხვები.

რეალური სურათის აღსაქმელად:

• პირველ რიგში, სამი არბიტრიდან, ერთ-ერთმა დაწერა განსხვავებული აზრი ADC-ის სასარგებლოდ. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ტრიბუნალმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის სასარგებლოდ.
• მეორე, მინისტრმა რატი ბრეგაძემ არასწორად აღნიშნა, რომ ADC-ის მოთხოვნა შეადგენდა 1.5 მილიარდ დოლარს. რეალურად, მოთხოვნა აღნიშნული თანხის მესამედზე ნაკლები იყო.
• მესამე, მთავრობას, ADC-ს წინააღმდეგ დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე, ერთხმად ეთქვა უარი.
• მეოთხე, მთავრობის სასარგებლოდ არ მომხდარა ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ADC-ს დაევალა ტრიბუნალისა და საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება, საქართველოს მოთხოვნა, ADC-ს აენაზღაურებინა სახელმწიფოს მიერ გაწეული საგულისხმო ოდენობის სამართლებრივი და სხვა სახის ხარჯები, არ დაკმაყოფილდა.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულმა არც ერთმა ქმედებამ არ შეუწყო ხელი ADC-ს, რათა მას ანაკლიის პორტის პროექტი რეალურად განეხორციელებინა.

უმრავლესობის გადაწყვეტილების რეალური საფუძველი გახლდათ ის, რომ მთავრობის ქმედების მიუხედავად, ADC-მ აიღო რისკი იმისა, რომ მთავრობა ძირს გამოუთხრიდა პროექტს. ხელშეკრულება არ გვაძლევდა რაიმე გარანტიას აღნიშნულის წინააღმდეგ. და გადაწყვეტილებით არ მომხდარა იმის უარყოფა, რომ მთავრობამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პროექტისათვის არასახარბიელო იყო. გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფაქტს ადგენს, რომ ADC-მ აიღო ის რისკი, რომ მთავრობა არ იქნებოდა ანაკლიის პროექტის მხარდამჭერი და ამის ნაცვლად, მოახდენდა ფოთის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი კატეგორიულად არ ეთანხმება ამ პოზიციას და ამბობს, რომ მთავრობამ დაარღვია კეთილსინდისიერების ვალდებულება.

სამწუხაროდ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საინვესტიციო ხელშეკრულების იმ განმარტებით, რაც ტრიბუნალის უმრავლესობამ დაადგინა, მთავრობა არ იყო ვალდებული მხარი დაეჭირა პროექტისთვის.

ასე რომ, ვიწრო სამართლებრივ ხედვით, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ უპირატესობა, თუმცა რეალურად დაზარალებული ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობაა, რადგან მთავრობა არ განახორციელებს პროექტს იმგვარად, როგორც ამას საქართველოს მოსახლეობას თავდაპირველად დაჰპირდა. აღნიშნულმა საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა ათიათასობით სამუშაო ადგილი, ეკონომიკური შესაძლებლობები და რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში სათანადო სტატუსი.

მთავრობას ჯერ კიდევ არ განუხორციელებია ანაკლიის პორტი, მიუხედავად მრავალი დაპირებისა - ტენდერის გამოცხადებიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ, პროექტი ჯერ კიდევ არ არსებობს.

ღია კითხვად რჩება, ანაკლიის პროექტის მიმართ ხელისუფლების ქმედებამ გამოიწვია თუ არა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების დარღვევა. ეს საკითხი გადაწყდება ICSID-ის ცალკეულ საარბიტრაჟო განხილვაში, რომელიც ADC-ის ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა ჰოლანდია-საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში წამოიწყო და რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქართული მედიისთვის:
ქეთი ელოშვილი
[email protected]
+995 322 292 24 91

ინგლისურენოვანი მედიისთვის:
კრის გიდეზ
[email protected]
+1-914-319-6582

STATEMENT OF ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM REGARDING ARBITRATION RULING

TBILISI, GEORGIA, 30 July 2024 - As we indicated in our 29 July statement, Anaklia
Development Consortium (ADC) and its investors were disappointed in the ruling from the International Court of Arbitration of the International Chamber of Commerce (ICC). Since Georgian government officials have chosen to mischaracterize this ruling. It is important to put proper context to this matter.

As we previously noted, the government’s long-standing campaign against the original Anaklia project (after having initially endorsed it) and its investors is a matter of public record. This arbitration ruling has not hasn’t found that this campaign caused the project to fail.

Regardless of the outcome for ADC, what is really disappointing is that this government’s actions have caused years of delays in developing this project, costing
the opportunity for tens of thousands of jobs, and millions in lost taxes and revenues
that would have benefited the people of Georgia. This arbitration ruling changes none of this. While the government sees this arbitration ruling as a victory, it is nothing of the sort. It doesn't change the fact that this government has failed to fulfill the many promises it has made. It gets Georgia no closer to the Anaklia port and all the economic benefits that would come with it. And the entire fault for this rests solely on the shoulders of this government.

Unfortunately, Georgian government officials have given a misleading picture that
flatters Georgia. This has to be corrected. In reality, this was a close-fought dispute
(decided on a 2-1 basis) and the Tribunal found that ADC’s claims raised serious issues and valid questions about the government’s conduct in respect of the Anaklia project.

To set the record straight:

● First, one of the three arbitrators issued a dissenting opinion in favor of ADC. It
was not the case that the Tribunal unanimously decided in favor of the government.
● Second, Minister Bregvadze incorrectly stated that ADC’s claim was for USD
1.5 billion. In reality, it was less than a third of that amount.
● Third, claims that the government brought against ADC were unanimously
dismissed in full.
● Fourth, no damages were awarded to the government. Although ADC was
ordered to pay the costs of the Tribunal and ICC Court, Georgia was not
successful in recovering its substantial legal and other costs from ADC.

What is very clear from the arbitration decision, is that none of what the government did helped ADC to make the Anaklia project a reality.

The real basis of the majority decision was that regardless of the government’s conduct, ADC assumed the risk that the government would undermine the project. The contract gave ADC no security against that. And the decision does not deny that the government took actions which were unhelpful to the project. It simply concludes that ADC took the risk that the government would not be loyal to the Anaklia project, and could promote Poti instead. Of course the dissent disagrees strongly with that position and says the government breached its duty of good faith.

Unfortunately, according to the majority opinion’s interpretation of the investment
agreement, the government was not obligated to support it, as counterintuitive as that might seem.

Under this narrow legal view, ADC did not prevail. However, The real victims are the
people of Georgia, because the government would not commit to the project as it had originally promised. That has cost Georgians tens of thousands of lost jobs, lost
economic opportunity and lost stature in the regional and global economy. And the
government still has not come through with a port at Anaklia, despite its many promises– four and a half years after the announcement of the supposed retender, there is still no project.

There is an open question as to whether the government’s conduct in relation to Anaklia breached its obligations under international law. That question will be determined in the separate ICSID arbitration proceedings commenced by one of the Dutch investors in ADC under the Dutch – Georgian Bilateral Investment Treaty, which are still ongoing.

CONTACTS
FOR GEORGIAN MEDIA:
Keti Eloshvili
[email protected]
+995 322 292 24 91

FOR ENGLISH-LANGUAGE MEDIA:
Chris Gidez
[email protected]
+1-914-319-6582

29/07/2024

📢„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საარბიტრაჟო დავაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

For English scroll down 👇

თბილისი, საქართველო, 29 ივლისი, 2024 წელი – საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საარბიტრაჟო წესებით მიმდინარე არბიტრაჟში, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ADC-ის სარჩელზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” (ADC) სამეთვალყურეო საბჭო
განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ADC-ის სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობას და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.

„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც
შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის.
„ADC-მ და მისმა ინვესტორებმა საქართველოსთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღეს და ამისთვის, ყველა შესაძლო გზას მიმართეს. მათ პროექტში დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინეს.
ADC-ს კვლავ მიაჩნია, რომ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას, დამხმარე როლი უნდა შეესრულებინა და ძირი არ გამოეთხარა პროექტის წარმატებით დასრულებისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევისთვის. მეორე მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელიც უკავშირდება მის დასავლურ მომავალს. აღნიშნულ პროცესში, ანაკლიის პორტის აშენება და ამუშავება მოემსახურებოდა ქვეყნის დასავლეთთან და არა რუსეთთან ან ჩინეთთან ინტეგრაციას.

„ჩვენ წამოვიწყეთ საარბიტრაჟო საქმე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ფიდუციური ვალდებულება, დაგვეცვა ჩვენი ინვესტორების ფინანსური ინტერესები. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ მიგვეღწია ამ პროექტის წარმატებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად,
დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ვმუშაობდით საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის შემდეგაც კი, რომ გამოსავალი მოგვეძებნა პროექტის გასაგრძელებლად. ყოველი ასეთი მცდელობა დაბრკოლებული ან უგულებელყოფილი იქნა მთავრობის მხრიდან, რამაც შედეგად ანაკლიის პორტის განვითარების დაყოვნება გამოიწვია. თუმცაღა, ჩვენ არ ვკარგავთ ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის პორტი განვითარდება ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.“

პრეისტორია:
ADC-ის აქციონერები არიან: „თიბისი ეიჩ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International (ნიდერლანდები), ბრიტანული Wondernet Express, რომელიც საქმიანობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შპს G-Star (ბულგარეთი) და „Conti International“ (აშშ).

2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის(ICC) სა ერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს
მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულებით ADC-ის მინიჭებული ჰქონდა ანაკლიის პორტის განვითარების უფლება. ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდა ძლიერი, პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია, რათა ძირი გამოეთხარათ ADC-ის და მისი ინვესტორებისთვის და წინ აღდგომოდნენ ADC-ის ძალისხმევას, განევითარებინა პროექტი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად.

ბატონმა ბობ მეიერმა, ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ცალკე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ICSID) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს-ნიდერლანდების ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი უფლებების დასაცავად. აღნიშნული დავა კვლავ
მიმდინარეობს და არ დასრულებულა.

შენიშვნა: ADC წარმოდგენილია გუნდით, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ენდი მუდი ლონდონიდან, Baker McKenzie-ის პარტნიორი და ქალბატონი ქეთევან ქვარცხავა თბილისიდან, იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი.

საკონტაქტო ინფორმაცია
ქართული მედიისთვის:
ქეთი ელოშვილი
[email protected]
+995 322 292 24 91

ინგლისურენოვანი მედიისთვის:
კრის გიდეზ
[email protected]
+1-914-319-6582

📢Anaklia Development Consortium Issues Statement Following Ruling
on Arbitration Claim

TBILISI, GEORGIA, 29 July 2024 – The Supervisory Board of the Anaklia Development Consortium (ADC) issued the following statement in response to the award on the arbitration case under the Arbitration Rules of the International Court of Arbitration of the International Chamber of Commerce (ICC), denying ADC’s claim against the Government of Georgia. That claim sought to recover the value of the investment of ADC and its investors following the Georgian Government’s January 2020 termination of the investment agreement with ADC to develop the Anaklia Deep Water Port. Specific details of the award and the arbitration proceedings are confidential.

“We are naturally disappointed in this outcome of the ICC tribunal as we continue to
believe that the Georgian Government acted inappropriately to the detriment of all
Georgians in its campaign to undermine the Anaklia Port Project, which has now been delayed for close to a decade with the loss of thousands of jobs along with millions in unrealized taxes and earnings for Georgia.

“ADC and its investors did the right thing for Georgia by taking on the project and doing everything possible to carry it out; investing nearly $80 million in it. ADC believes that the Georgian government should have been equally committed to helping to make the project happen for the benefit of its citizens, rather than undermining our collective efforts to succeed. The important issue is the country’s economic development, which lies with its Western future, and getting the Anaklia port built and working as an integrating project with the West, and not with Russia and China.

“We initiated this arbitration case because we had a fiduciary responsibility to protect
our investors’ financial interests. Nevertheless, it has always been our intention to see
this project through to success. For this reason, ADC made countless efforts to work
with the government, even after filing the arbitration claims, to find a path forward to
develop the project. Each of those efforts was either rebuffed or ignored, leading to the delays in developing Anaklia Port. However, we remain optimistic that Anaklia Port will be developed as it was originally envisioned for the benefit of all Georgians.”

Background:
ADC is a consortium which consists of TBC Holding Anaklia from Georgia, Van Oord
PPP International of the Netherlands, British Wondernet Express working in Central
Asia, G-Star Ltd. from Bulgaria and Conti International from the U.S.

In July 2020, ADC filed a request for arbitration before the International Court of
Arbitration of the International Chamber of Commerce (ICC), seeking to recover the
value of their investment and rights in the Anaklia Deep Water Port Project following the Georgian Government’s January 2020 termination of the investment agreement which granted ADC the right to develop the Anaklia Port Project. That termination followed a sustained politically-driven campaign to undermine ADC and its investors and to thwart ADC’s efforts to develop the project in accordance with the investment agreement.

Separately, Mr. Bob Meijer, a Dutch investor, filed his own arbitration claim against the Georgian Government before the International Centre for Settlement of Investment Disputes (ICSID), under the Georgia Netherlands Bilateral Investment Treaty seeking his own relief. That claim is still pending.

NOTE: ADC is represented by a team led by Mr. Andy Moody at Baker McKenzie in
London and Ms. Ketevan Kvartskhava at BLC in Tbilisi.

CONTACTS
FOR GEORGIAN MEDIA:
Keti Eloshvili
[email protected]
+995 322 292 24 91

FOR ENGLISH-LANGUAGE MEDIA:
Chris Gidez
[email protected]
+1-914-319-6582

🔊სამი წელი გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ანაკლიის პროექტი და მას შემდეგ ამ პროექტის მომავლისთვის არაფერი გაუ...
09/01/2023

🔊სამი წელი გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ანაკლიის პროექტი და მას შემდეგ ამ პროექტის მომავლისთვის არაფერი გაუკეთებია, ცრუ დაპირებების გარდა

2023 წლის 9 იანვარი

საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი წლის თავზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) განცხადებას ავრცელებს:

ზუსტად სამი წლის წინ ამ დღეს, საქართველოს მთავრობამ არაკეთილსინდისიერად შეწყვიტა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.“ ამ პორტს შეეძლო საქართველოს და მისი ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მთავრობას კი ამ სამი წლის მანძილზე, არაფერი გაუკეთებია ცრუ დაპირებების გარდა, თითქოს მხარს უჭერდეს ანაკლიის განვითარებას.

ამ სამმა წელმა ანაკლიის პორტთან მიმართებაში მოიტანა მხოლოდ სტაგნაცია და სიყალბე საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას ეწეოდა პროექტის მთავარი ქართველი სპონსორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის რეპუტაციისა და იურიდიული მდგომარეობის შესარყევად. ტენდერში ADC-ის გამარჯვების შემდეგ, ხუთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, ყველა მათგანი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ყველა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდა.

ანაკლიის პროექტი რომ განხორციელებულიყო თავდაპირველი გრაფიკით, პორტის 1 ფაზა ახლა უკვე იმუშავებდა, 900 000-მდე 20 ფუტიანი ტვირთის კონტეინერის (TEU) და 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გამტარუნარიანობით (რაც ბევრად აღემატება ფოთის პორტის დღევანდელ გამტარუნარიანობას). საქართველო მიიღებდა უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს და აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა ეფექტურად განხორციელდებოდა, რუსული გავლენის გვერდის ავლით.

ამ ყველაფერმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა გასულ წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის კიდევ უფრო აუცილებლად აქცია „შუა დერეფნის“ კონცეფცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ სამი წლის მანძილზე ADC კეთილსინდისიერად მოქმედებდა. კოვიდ-პანდემიის საწყის ეტაპზე, ჩვენ დროებით გადავდეთ საარბიტრაჟო დავა და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ვეცადეთ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება, რომ მოგვეძებნა გზები პროექტის რელსებზე დასაბრუნებლად, რათა თავიდან აგვეცილებინა ხანგრძლივი არბიტრაჟი. მთავრობას მუდმივად ვთავაზობდით დახმარებას პროექტისთვის ახალი ინვესტორებისა და დაფინანსების მოძიებაში.

მომავალ თვეში ანაკლიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამ-წლიანი პერიოდი შესრულდება - იმ თარიღიდან, როდესაც ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ჯავახაძემ Accent News-ს განუცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ტენდერის თარიღი „დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი“.

გავიდა ორი კვირა, ორი თვე, სამი წელი და ტენდერი ჯერაც არ გამოცხადებულა.

ის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ტენდერიც კი არ გამოცხადებულა ჯერ, არათუ დაწყებულა პროექტი, იმის ნათელი დასტურია, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს რეალური სურვილი, ანაკლია განვითარდეს.

ქვემოთ მოცემულია ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებების არასრული სია.

ყველა ამ დაპირების საერთო მნიშვნელი ის არის, რომ არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჯერ არც პროექტია და ტენდერიც კი არ ჩატარებულა. არაფერი გაკეთებულა ქართველი ხალხის, უცხოელი ინვესტორების, ფინანსური ინსტიტუტების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების, საპორტო-სატრანსპორტო სექტორის მოტყუების გარდა.

ყველაზე უფრო ირონიული კი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ ADC-თან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო ვადების დაგვიანება, თავად კი სამი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა საკუთარი დაპირებები და დათქმული ვადები.

Address

6 Marjanishvili Street
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ანაკლიის პორტი Anaklia Port posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ანაკლიის პორტი Anaklia Port:

Share

Category