შპს “ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია” დაარსდა 1996 წელს. საქმიანობის დასაწყისში, კომპანიის ძირითადი მიმართულება იყო შუა აზიის ქვეყნებიდან ევროპის ქვეყნებში სატრანზიტო ტვირთების (უმეტესწილად ბამბის ტრანზიტი) ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ფოთის პორტის გავლით. სერვისის მაქსიმალური ეფექტურობისა და სრულყოფისთვის 1996 წელს კომპანიამ დააარსა ქ. ფოთში საკონტეინერო ტერმინალი.
90-იანი წლების ბოლოს „ჯორჯიან ტრან
ს ექსპედიცია“ შევიდა გენერალური და საპროექტო ტვირთების ლოგისტიკის ბაზარზეც. ამჟამად, კომპანიას უჭირავს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია სატვირთო გადაზიდვების რეგიონალურ ბაზარზე და სთავაზობს კლიენტებს ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს. კომპანია თანამშრომლობს მრავალ უცხოურ და ადგილობრივ ორგანიზაციასთან და განხორციელებული აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი.
„ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ ოპერირებას უწევს ფოთის ყველაზე მსხვილ და ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საკონტეინერო ტერმინალს, რომელიც განლაგებულია 10 ჰექტარ ტერიტორიაზე. ტერმინალზე დამონტაჟებულია 6 ერთეული „ჯოჯგინა“ტიპის ამწე, თითოეულის ტვირთამწეობაა – 55 ტონა. ტერმინალს აქვს 3 კილომეტრიანი რკინიგზის ჩიხი და მის ტერიტორიაზე განთავსებულია 16 000 კვ.მ. დახურული საწყობი. ტერმინალში მუშაობს 225 ადამიანი.
ტერმინალი ემსახურება ყველა საკონტეინერო ხაზს, რომლებიც ოპერირებენ ფოთის და ბათუმის პორტებში. ტერმინალის ტერიტორია გაყოფილია საბაჟო და კომერციულ ზონებად. თითოეულ ზონაში განთავსებულია დახურული და ღია საწყობები დამოუკიდებელი სარკინიგზო ჩიხებითა და საავტომობილო გზებით.
„ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს გახსნილი აქვს წარმომადგენლობები ქ. ფოთში, ქ. ბათუმში, თბილისის სარკინიგზო-საკონტეინერო ტერმინალში და თანამშრომლობს ქვეყანაში არსებულ მსხვილ საბაჟო და კომერციულ ტერმინალებთან. სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის ორგანიზებით კომპანიაში დაკავებულია 35 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.
„ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ“ დაარსებიდან დღემდე განავითარა ძლიერი პარტნიორული ქსელი უცხოურ ცნობილ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კომპანიებთან. კომპანიის დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს მის მიერ განხორციელებული მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი და 15 წლიანი მოღვაწეობა სატვირთო ლოგისტიკის საქმიანობაში. was established in 1996. From the date of its establishment the Company’s main activity was transportation of transit cargos (mainly cotton transit) from Central Asian countries to Europe through Georgian Port of Poti. In order to provide the customers with the most effective service, in 1996, the Company constructed the terminal in Poti. In late 90s, Georgian Trans Expedition entered into the Logistics Market of general and project cargos. Today, the Company holds the leading position on regional market of cargo shipments and offers the customers full set of logistic service. The company cooperates with various international and local organizations and has fulfilled many major projects. Georgian Trans Expedition operates the largest container/warehousing terminal in Poti which holds the area of 10 hа. The Terminal is equipped with six gantry cranes, with lifting capacity of 55 ton each, 3 km railway line and the covered warehousing space of 16,000 sq. m. 225 employees are working at the terminal. The terminal serves all the shipping lines doing business in the Port of Poti and Batumi. Territory of the terminal is divided into bonded and commercial zones. Each zone has its covered and open warehouses with independent railway lines and motor road. Georgian Trans Expedition has representative offices in Poti, Batumi and Tbilisi railway-container terminal and cooperates with all solid bonded and commercial terminals operating in the country. 35 professional specialists are involved in arranging transportation of cargos and logistic service. Throughout the history of the Georgian Trans Expedition, the Company has built up an extensive partnership chain with famous foreign logistic and transport companies. Within this partnership, Georgian Trans Expedition has executed significant projects, which shows the 15 years experience of the Company in logistics sphere perfectly well.