23/02/2026
გვინდა გაგაცნოთ ჩვენი პარტნიორი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია WEFORWARD , რომელიც სამი წლის წინ შემოვიდა ბაზარზე და უნიკალური, ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებული მომსახურებით განსაკუთრებული ადგილი დაიკავა გაჯერებულ ინდუსტრიაში.
WEFORWARD სწრაფად მზარდი კომპანიაა და პერიოდულად საჭიროებს ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებას, რომლის პაკეტიც Start-ის გამოცდილმა კონსულტანტებმა მოამზადეს. აღნიშნული ცვლილებების მთავარი ამოცანაა, კომპანიამ გააგრძელოს ზრდა შეფერხებების გარეშე, წინასწარ განსაზღვრული სავარაუდო რისკები და მათი ელიმინაციის გზები, გარანტიას იძლევა, რომ ორგანიზაციული რესურსი ოპტიმალურად იქნება გამოყენებული და საოპერაციო ნაწილში კომპანია ხარვეზების გარეშე მოემსახურება გაზრდილ მოთხოვნას.
პროექტის ფარგლებში დამფუძნებლებმა მიიღეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები. მომზადდა სამოქმედო გეგმა, დაიგეგმა ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებები, განისაზღვრა პრიორიტეტები და დაგეგმილი ცვლილებები გაზიარდა თანამშრომლებთან საერთო ხედვის შესაქმნელად.
გვჯერა, რომ WEFORWARD დაგეგმილ ცვლილებებს წარმატებით განახორციელებს და კომპანიის განვითარების პროცესში წარმატებულ ნაბიჯებს გადადგამს წინ.
#გააძლიერექართულიბიზნესი