08/05/2023
ᲛᲗᲐ-მᲗᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲗᲐ ᲛᲐᲠᲐᲗᲝᲜᲘ, ᲡᲣᲚ ᲛᲐᲚᲔ ᲐᲘᲦᲔᲑᲡ ᲡᲢᲐᲠᲢᲡ! 🥳
ᲣᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲠᲔ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ 7 ᲓᲦᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ, ᲗᲐᲕᲘᲡ ᲫᲐᲚᲔᲑᲡ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲙᲝᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲚᲐᲮᲕᲐᲨᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲐᲜ 💫🤟
ანანო, წარმატებას გისურვებთ და დაუვიწყარ თავგადასავალს! Შევხვდებით მთაში!
ანანო ფილფანი - სერტიფიცირებული საფეხმავლო გამყოლი და მთა-მთა მარათონის ერთ-ერთი მონაწილეა მესტიიდან🌄 დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, სათავგადსავლო ტურების გამყოლობის გარდა, ანანოს მოსწონს ხეზე მუშაობა და პარაპლანით ფრენა.🪂 ასევე არის თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორი.⛷
‘’მთაში დავიბადე და გავიზარდე, მასთან სიახლოვის სურვილი ბავშობიდან თან მდევს და ის ფაქტი, რომ ეს მისწრაფება შემეძლო პროფესიად მექცია ძალიან მხიბლავდა.
ხშირად მიწევს ერთი და იმავე ადგილის მრავალჯერ ნახვა მაგრამ, როდესაც თან მახლავს ადამიანი, რომელიც პირველად ხედავს ამ ადგილს, თითქოს მისი თვალებით ვიყურები და ისევ იმ სიამოვნებას განვიცდი, რაც პირველი ნახვის დროს შევიგრძენი.
კარგი გიდი გათვითცნობიერებულია გარემოში და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებში. ჩემი აზრით, სტუმრისთვის მხოლოდ ლამაზი ადგილების ჩვენება არ არის საკმარისი და ამ ადგილების მიმართ შენი დამოკიდებულების გადმოცემა არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ორმხრივი გაზიარებაა, ის არაჩვეულებრივი გამოცდილება, რასაც გამყოლისა და მოგზაურის ურთიერთობა ჰქვია. ვფიქრობ, მთა ადამიანებს უნიკალური გზით აკავშირებს.
მარათონში მონაწილეობის მიღება სამი მიზეზის გამო მინდა: პირველი საკუთარი თავის გამოცდაა, მეორე, სპორტულ აქტივობებში მონაწილების მიღების სურვილია, მესამე კი ის ადამიანებია, რომლებთან ერთადაც ამ მოგზაურობას გავივლი.’’
Anano Pilpani
მთა-მთა • Mta-Mta Guide Marathon
Georgian Trekking guides GMGA • საქართველოს საფეხმავლო გამყოლები სსგა
Georgian Mountain Guides
#გახდიგამყოლი #იმოგზაურესაქართველოში #შემოუერთდითავგადასავალს