თბილისის მიკროავტობუსი/Tbilisi Minibus

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის მიკროავტობუსი/Tbilisi Minibus

თბილისის მიკროავტობუსი/Tbilisi Minibus კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" - იარე თავისუფლად !

შპს "თბილისის მიკროავტობუსი" 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მიზანია თბილისში მგზავრთა გადაყვანის კომფორტული, უსაფრთხო და ორგანიზებული სისტემის შექმნა.

📍მარშრუტი 487 #მიკროავტობუსისმარშრუტი
10/08/2026

📍მარშრუტი 487
#მიკროავტობუსისმარშრუტი

03/08/2026
📌 მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაო...
01/08/2026

📌 მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

➡️ აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები - N316, 324, 364, 374, 380, 382, 383, 390 და მიკროავტობუსები - N408 და 541) ლეონიძის ქუჩიდან იაშვილის ქუჩის მიმართულებით მაჩაბლისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდება, რის შემდეგაც დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ავტომობილები შემოვლას შეძლებენ ივანე მაჩაბლის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩების გამოყენებით. ასევე, ლეონიძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომანქანებით გადაადგილება დროებით შესაძლებელი იქნება სულხან-საბას ქუჩაზე.

აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები - N316, 324, 364, 374, 380, 382, 383, 390 და მიკროავტობუსები - N408 და 541) ლეონიძის ქუჩიდან იაშვილის ქუჩის მიმართულებით მაჩაბლისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდება, რის შემდეგაც დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.

📍მარშრუტი 533 #მიკროავტობუსისმარშრუტი
28/07/2026

📍მარშრუტი 533
#მიკროავტობუსისმარშრუტი

21/07/2026

📌 იწყება შოთა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები 23 ივლისიდან ოთხი თვის განმავლობაში იწარმოებს, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
➡️მიკროავტობუსები: N472, 532, 540 და 541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ;

🔹 N408 მიკროავტობუსი მოძრაობას დაიწყებს თავისუფლების მოედნიდან და მელიქიშვილის გამზირიდან დაუკავშირდება თამარ ჭოველიძის ქუჩას;

🔹 მიკროავტობუსი N420 მეტროსადგურ „რუსთაველს“ აღარ გაივლის და იმოძრავებს გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან, დაუკავშირდება მელიქიშვილის გამზირს და სვლას თამარ ჭოველიძის ქუჩის გავლით განაგრძობს;

🔹 N457 მიკროავტობუსი იმოძრავებს ვარაზისხევის, მელიქიშვილის გამზირის, თამარ ჭოველიძის, ბელინსკისა და ბარნოვის ქუჩების გავლით.

📍მარშრუტი 560 #მიკროავტობუსისმარშრუტი
16/07/2026

📍მარშრუტი 560
#მიკროავტობუსისმარშრუტი

📌საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თენგიზ შეშელიძისა და ჯორჯ ...
11/07/2026

📌საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თენგიზ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო.
✔️ცვლილების ფარგლებში შეიცვალა ბელიაშვილის ქუჩიდან მინდელის სახელობის ხიდისკენ გადამხვევი ზოლი. აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიხაზა სხვა საგზაო მონიშვნებიც.
✔️მინდელის სახელობის ხიდზე არსებული ავტობუსის ზოლის დაგრძელება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისა და სწრაფად გადაადგილებისთვის, აგრეთვე, ამ ტერიტორიის მარშრუტებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებისთვის.
🚍ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსებია: N292, N293, N304, N313, N321, N335, N351, N459, N518. ამ მარშრუტებზე დაწესებული 10-15-წუთიანი ინტერვალები, ფაქტობრივად, შეუსრულებელი იყო. გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო ინტერვალები მინიმუმ ორ-სამჯერ იზრდებოდა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაადგილდებოდა შემდგომი გადაჯდომის მიზნით და ასევე, პირიქით.
✔️როდესაც მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ საღამოს პიკის საათებში მგზავრები ელოდებოდნენ დიდი დიღმიდან წამოსულ N293 და N321 ავტობუსებს, მოლოდინის დრო 30-45 წუთს აღწევდა. ამ დროს მეტროდან ამოსული დიდი რაოდენობით მგზავრის ერთიანად გადაყვანა არ შეეძლო ავტობუსს და დარჩენილი მოქალაქეები თავისთავად დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.
✔️დღეის მდგომარეობით სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება და ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტი ბევრად თავისუფლად მოძრაობს. ამასთან, N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდა, N293 მარშრუტს კი ორი ერთეული ავტობუსი დაემატა, რის შედეგადაც მოლოდინის დრო შემცირდა.
ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თენგიზ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო.

ცვლილების ფარგლებში შეიცვალა ბელიაშვილის ქუჩიდან მინდელის სახელობის ხიდისკენ გადამხვევი ზოლი. აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიხაზა სხვა საგზაო მონიშვნებიც.

მინდელის სახელობის ხიდზე არსებული ავტობუსის ზოლის დაგრძელება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისა და სწრაფად გადაადგილებისთვის, აგრეთვე, ამ ტერიტორიის მარშრუტებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებისთვის.

ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსებია: N292, N293, N304, N313, N321, N335, N351, N459, N518. ამ მარშრუტებზე დაწესებული 10-15-წუთიანი ინტერვალები, ფაქტობრივად, შეუსრულებელი იყო. გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო ინტერვალები მინიმუმ ორ-სამჯერ იზრდებოდა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაადგილდებოდა შემდგომი გადაჯდომის მიზნით და ასევე, პირიქით.

როდესაც მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ საღამოს პიკის საათებში მგზავრები ელოდებოდნენ დიდი დიღმიდან წამოსულ N293 და N321 ავტობუსებს, მოლოდინის დრო 30-45 წუთს აღწევდა. ამ დროს მეტროდან ამოსული დიდი რაოდენობით მგზავრის ერთიანად გადაყვანა არ შეეძლო ავტობუსს და დარჩენილი მოქალაქეები თავისთავად დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

დღეის მდგომარეობით სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება და ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტი ბევრად თავისუფლად მოძრაობს. ამასთან, N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდა, N293 მარშრუტს კი ორი ერთეული ავტობუსი დაემატა, რის შედეგადაც მოლოდინის დრო შემცირდა.

ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

📌ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი ...
06/07/2026

📌ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
🚍N457 მიკროავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას მარშრუტი აქაც არ იცვლება.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ რუსთაველის გამზირიდან (ზეთისხილის ხიდან) რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე და გზას გააგრძელებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით. კოსტავას ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში. N359 ავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს კოსტავას ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობისას მარშრუტი არ იცვლება.

ასევე, N457 მიკროავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას მარშრუტი აქაც არ იცვლება.

Address

ნ. ბოხუას №4
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322200344

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის მიკროავტობუსი/Tbilisi Minibus posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თბილისის მიკროავტობუსი/Tbilisi Minibus:

Shortcuts

Share