28/11/2025
ვეხმაურებით მიმდინარე მოვლენებს.
"ბუსტაქსი" ემსახურება Buckswood School - Tbilisi / ბაქსვუდის სკოლა - თბილისი-ის მოსწავლეების მშობლებს სატრანსპორტო სერვისით და კონსულტაციით. ისევე როგორც სხვა სკოლების მოსწავლეებს და მათ მშობლებს.
23 ნოემბერს კადრებში მოხვედრილი სატრასნპორტო საშუალება, რომელსაც გარედან ეკრა ბაქსვუდის სკოლის ლოგო, არის ჩვენი კომპანიის (ბუსტაქსის) დაქირავებული მძღოლი და ავტომობილი, რომელიც თავის მხრივ განაწილებულია აღნიშნული სკოლის მოსწავლეების ჯგუფზე.
სატრასნპორტო საშუალება და მისი მესაკუთრე არის დაქირავებული და ტრანსპორტი არ წარმოადგენს არც ერთი კომპანიის (არც "ბაქსვუდის" და არც "ბუსტაქსის") საკუთრებას. ლოგო კი ყველა სატრანსპორტოს შესაბამისი სკოლის მიხედვით აქვს რათა: 1. ტრასნპორტირებისას იყოს მარტივად იდენტიფიცირებადი 2. ბასლაინზე მოძრაობის უფლების მისანიჭებლად.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მძღოლი ინფორმირებულია არ გამოიყენოს ლოგო კერძო და პირადი მიზნებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მძღოლს არ გაუფრთხილებია ადმინისტრაცია და თვითნებურად იმოქმედა. არც სკოლას და არც ბუსტაქსის ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს ამ შემთხვევასთან გარდა იმისა, რომ სკოლის ლოგო იყო დაუკითხავად გამოყემებული პირადი მიზნებისვის.
აღნიშნულმა (ჩვენი თანამშრომლის) ქმედებამ ზიანი მიაყენა ჩვენივე პარტნიორი სკოლის "ბაქსვუდის სკოლის" რეპუტაციას, რისთვისაც ძალიან ვწუხვართ და ბოდიშს ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პერსონალს და ხელმძღვანელობას.
კომენტარში ვურთავთ მძღოლის განმარტება-განაცხადს აღნიშნულ სიტუქციაზე