Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება

Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება საავტორო ტურები მსოფლიოს გარშემო
(2)

🇰🇪 კენია, მოგზაურობა, რომლის მთავარი აღმოჩენა თავად ადამიანები აღმოჩნდნენ. ❤️არის ტურები, რომლებიც ულამაზესი ადგილებით გ...
19/08/2026

🇰🇪 კენია, მოგზაურობა, რომლის მთავარი აღმოჩენა თავად ადამიანები აღმოჩნდნენ. ❤️
არის ტურები, რომლებიც ულამაზესი ადგილებით გვამახსოვრდება, და არის მოგზაურობები, სადაც ადგილებთან ერთად განსაკუთრებული ხდება ჯგუფიც — ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეში ერთ დიდ, საოცრად თავსებად გუნდად იქცევიან.
ჩვენი კენია სწორედ ასეთი იყო. 🇰🇪
დიდი ჯგუფი, სრულიად განსხვავებული ასაკით — 6 წლიდან 78 წლამდე, საოცრად ერთიანი ენერგიით, ინტერესითა და ხალისით. ყველაზე პატარებიდან ყველაზე უფროსებამდე ყველამ ერთნაირი მონდომებით გაუძლო დატვირთულ დღეებს, ადრიან გაღვიძებებს, გრძელ გზებსა და აფრიკული თავგადასავლის ნამდვილ რიტმს.
🦁 დღის და ღამის საფარები,
🐘 ამბოსელისა და ცავოს ეროვნული პარკების ველური სამყარო,
🏔️ კილიმანჯაროს დაუვიწყარი ხედები,
🌍 მასაი მარას უსასრულო სავანები,
❤️ შეხვედრები მასაის, დიგოსა და გირიამას თემებთან — მათი ყოველდღიური ცხოვრების, ტრადიციებისა და კულტურის ახლოდან გაცნობა…

🌴 დაიანის თეთრი სანაპიროები, თბილი ინდოეთის ოკეანე, ტროპიკული დღეები და ის ნანატრი დასვენება, რომელიც თავგადასავლებით სავსე დღეების შემდეგ კიდევ უფრო გემრიელია.
მაგრამ ამ მოგზაურობის ყველაზე ძვირფასი ნაწილი ალბათ მაინც ის იყო, რაც ვერც ერთ პროგრამაში ვერ ჩაიწერება და ვერც ერთი ფოტო სრულად ვერ გადმოსცემს:ერთად გატარებული დრო.

ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ერთმანეთს აჩუქეს ის, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო ძვირფასი ხდება — დრო ერთმანეთისთვის.
ერთად ნახეს აფრიკული განთიადი, ერთად ეძებდნენ სავანაში ცხოველებს, ერთად იღლებოდნენ, იცინოდნენ, ისვენებდნენ, აღმოაჩენდნენ სრულიად განსხვავებულ სამყაროს და ქმნიდნენ საერთო მოგონებებს.

მადლობა ჩემს საოცარ ჯგუფს ნდობისთვის, ერთმანეთის მიმართ ყურადღებისთვის, ხალისისთვის და იმ განსაკუთრებული ენერგიისთვის, რომელმაც ეს მოგზაურობა ასეთი გახადა.

🇵🇪 დასრულდა კიდევ ერთი საოცრად ფერადი და ემოციებით სავსე მოგზაურობა — ამჯერად პერუში!ქვეყანაში, სადაც ყოველი დღე ახალი ა...
19/08/2026

🇵🇪 დასრულდა კიდევ ერთი საოცრად ფერადი და ემოციებით სავსე მოგზაურობა — ამჯერად პერუში!

ქვეყანაში, სადაც ყოველი დღე ახალი აღმოჩენა, ისტორია და თავგადასავალია.

პერუ — ინკების სამშობლო, უძველესი ცივილიზაციის, საიდუმლოებებისა და ლეგენდების ქვეყანა. ადგილი, სადაც საუკუნეების წინ შექმნილი საოცრებები დღემდე გაოცებს თავისი მასშტაბითა და სიზუსტით. მაჩუ-პიქჩუ, კუსკო, ინკების წმინდა ველი, ანდების თვალწარმტაცი პეიზაჟები , პარაკასი საოცარი ღვინის გზით და ოკეანით, ნასკას ხაზები, მარასი, მორეი- უძველესი მიწათმეურნეობის ადგილი და ტიტიკაკა- დედამიწაზე ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული ტბა და კუნძული…

ეს არის ქვეყანა მათთვის, ვისაც შემეცნება, თავგადასავალი და ნამდვილი მოგზაურობა სწყურია, განსხვავებული კულტურით, საოცარი ბუნებით, კოლორიტული ქალაქებითა და ადამიანებით, რომლებიც ამ გამოცდილებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიან.

და, რა თქმა უნდა, პერუ გემოების ქვეყანაცაა. 🇵🇪🍫☕
მსოფლიოში აღიარებული პერუული გასტრონომია, მრავალფეროვანი ადგილობრივი პროდუქტები, საოცარი შოკოლადი და არომატული ყავა ამ მოგზაურობის კიდევ ერთი დაუვიწყარი ნაწილია. აქ შეიძლება ერთ დღეს ინკების უძველეს სამყაროში იმოგზაურო, მეორე წუთს კი სრულიად თანამედროვე პერუული სამზარეულოს აღმოჩენებით გაოცდე.

ორი კვირა აღმოჩენებით, ემოციებით, თავგადასავლებით, ულამაზესი ხედებით, ახალი გემოებითა და მოგონებებით, რომლებიც ფოტოებზე ბევრად მეტს იტევს. ❤️

დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მოგზაურობის ნაწილი იყო.
მადლობა ნდობისთვის, კარგი განწყობისთვის, ენერგიისთვის და იმ განსაკუთრებული ატმოსფეროსთვის, რომელსაც საბოლოოდ ნებისმიერი ტურის მთავარი ღირებულება ქმნის.

კიდევ ერთი ქვეყანა, კიდევ ერთი დიდი თავგადასავალი და კიდევ ერთი ისტორია, რომელიც ერთად დავწერეთ. 🌎✈️

🇲🇲🇲🇲🇲🇲მიანმარი✨ამ ქვეყნად ისეთი არაფერია რაც ჩვენს იდუმალებით აღსავსე სამყაროში არ შეიძლება მოხდეს, წარმოსახვა უნდა გადა...
19/08/2026

🇲🇲🇲🇲🇲🇲მიანმარი

✨ამ ქვეყნად ისეთი არაფერია რაც ჩვენს იდუმალებით აღსავსე სამყაროში არ შეიძლება მოხდეს, წარმოსახვა უნდა გადააქციო ოცნებად, რომელსაც შემდეგ მიზნად დაისახავ. სწორედ ეს არის არსი ბედნიერების და ძალა წინსვლის.

💫მიანმარის მიწა საუკუნეების საიდუმლოს ინახავს, იქ მცხოვრები თითოეული ადამიანი გმირია თავის ქვეყნის, 2021 წლის 1 თებერვალს ბირმაში მორიგი სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყნის სამოქალაქო ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ონ სან სუჩი დააპატიმრეს, რის შემდეგაც უფრო გართულდა ქვეყანაში შესვლა, თუმცა ყველაფერს, ცუდსაც მათ შორის აქვს თავის დასასრული და უკვე სრული უსაფრთხოების გარანტიით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ აკრძალულ აზიის ყველაზე ლამაზ ქვეყანაში.

🗓️პერიოდი : 2026 წლის 10-24/25 ნოემბერი

💥დღე 1 თბილისი- ბანკოკი- იანგონი
💥დღე 2 – იანგონი
💥დღე 3 –ბაგო – კაიქთიო (ოქროს კლდე)
💥დღე 4 – კაიქთიო – ბაგო – იანგონი
💥დღე 5– იანგონი – ჰეხო – პინდაია – ნიაუნგ შვე
💥დღე 6 – ინლეს ტბა – ინდაინი – ნიაუნგ შვე (ნავით ტური)
💥დღე 7 – ნიაუნგ შვე – ტაუნგჯი – კაკუს პაგოდები (Mwetaw Kaku)
💥დღე 8 – ნიაუნგ შვე – პოპას მთა – ბაგანი
💥დღე 9 – ბაგანი:
💥დღე 10– ბაგანი – მანდალაი
💥დღე 11 – მანდალაი – მინგუნი (ნავით)
💥დღე 12 – მანდალაი – ამარაპურა – ინვა – საგაინგი
💥დღე 13 – მანდალაი → ბანგკოკი

📌დეტალური პროგრამა:

✨დღე 1 საერთაშორისო ფრენა

ტაილანდის გავლით მომდევნო დღეს მიანმარის დედაქალაქ იანგონში ჩავფრინდებით.
იანგონი — მიანმარის ყველაზე დიდი ქალაქი, სადაც ძველი კოლონიური არქიტექტურა და ბუდისტური ტაძრები თანამედროვე ქალაქურ ცხოვრებას ერწყმის. ტროპიკული კლიმატი, ხმაურიანი ბაზრები და შვედაგონის ოქროს პაგოდა ქალაქს უნიკალურ ატმოსფეროს აძლევს და მოგზაურს ათასგვარ საოცრებას ჰპირდება.

✨დღე 2 იანგონი მიანმარის დედაქალაქი

საუკუნეების მანძილზე ძლევამოსილი სახელმწიფოები იბრძვიან მიანმარის მიწაზე ბატონობისთვის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული ძვირფასი ქვების უზარმაზარი მარაგია. სწორედ ძვირფასეულობის მუზეუმის დათვალიერებით ვიწყებთ ქალაქის ექსკურსიას, ამ საცავში დღემდე ინახება ინგლისის დედოფლის რამდენიმე პირადი ძვირფასეულობა.

შუადღისას ლანჩი ადგილობრივ რესტორანში : მაი თამინი (პომიდვრის ბრინჯი), თინტი თოკი (სალათები) და ჩაი თამინი (ჩაის ფოთლის სალათა), მარილის მჟავეს და ცხარეს მიანმარისეული შერწყმა და უნიკალური გემოები.

ცას რომ ოქროსფერი მოეკიდება და დაისისკენ წავა, იანგონის მთავარ ღირსშესანიშნაობას - შვედაგონის პაგოდას ვესტუმრებით. ოქროს დრაკონის პაგოდა არის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი მიანმარში, სადაც გადმოცემით უფლისწულ გაუტამას ნაწილები და სხვა წმინდა რელიკვიები ინახება. რადიარდ კიპლინგი თავის წიგნში ჰყვება 1889 წლის ბირმაში ვიზიტზე და შვედაგონის თვალისმომჭრელ ოქროს სტუპაზე, რომელიც მზეზე ათასფერად ბრწყინავს. 2600 წელზე ადრე აშენებული შვედაგონის პაგოდა მსოფლიოში უძველეს ბუდისტურ სტუპად ითვლება. მთლიანად დაფარულია ოქროს ფირფიტებით, ხოლო წვერი — 4531 ძვირფასი ქვითაა მოჭედილი. მზის ჩასვლისას სტუპა ისე ანათებს, თითქოს ცეცხლშია გახვეული, გარშემო ლოცვის ხმა ისმის ეს ყველაფერი წარმოუდგენელ სიმშვიდეს სძენს ვიზიტორს.

საღამოს ულამაზეს კანდაუ გიშის მხარეს ვესტუმრებით, Kandawgyi Lake–ის ნაპირზე — ტბის წყალში ირეკლება ოქროს შუქი, ხოლო ტბის პირას აღმართული კარავეკის სასახლე ზღაპრულ გემს გაგონებს.
დავესწრებით ბირმული მითოლოგიის მხატვრულ შოუს.
გვიან ღამით Chaukhtatgyi პაგოდას ვნახავთ და გავისეირნებთ იანგონის ცნობილ ჩაინა თაუნში.

🏨განთავსება: Wyndham Grand Yangon https://www.booking.com/Share-Q9lujLg

✨დღე 3 ოქროს მთა კიაკიტო

იანგონიდან 4 საათის გზაზე ულამაზესი ოქროს კლდის პაგოდა მდებარეობს.
მონის შტატში, კიმპუნის საბაზო ბანაკში ჩასვლისთანავე მაღალი გამავლობის თავახდილ მანქანებზე გადავსხდებით და პირდაპირ „გოლდენ როკ ჰილის“ სადგურამდე მივალთ.
პაგოდა 2500 წელზე მეტია მთა კიაიქტიოს წვერის 3615 მეტრის სიმაღლიდან დამრეცად დაჰყურებს დედამიწას, თითქოს არაფერი აკავებს დაგორებისგან, მაგრამ ამ მხარეში უძლიერესმა მიწისძვრებმაც კი ძვრა ვერ უყვეს მის სიმტკიცეს. ლეგინდის მიხედვით, პაგოდისთვის საკუთარი თმის ღერები თავად ბუდას შეუწირავს და სწორედ მის სახელზეა აქაურობა აშენებული.
ოქროს კლდის პაგოდა აღიარებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ საოცრებად.

🏨ღამისთევა: mountain top hotel https://www.mountaintop-hotel.com

✨დღე 4 კიაკიტო-ბაგო-იანგონი

უძველესი ქალაქი ბაგო ადრე მიანმარის სატახტო დედაქალაქი იყო. აქაურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეთოთხმეტე საუკუნიდან ხდება. იმ პერიოდში იქაურობას ბუდისტი ბერი დამმაზედი მართავდა. სწორედ ამ პერიოდიდან ბაგო გადაიქცა აზიის კომერციის მთავარ ცენტრად.
ვნახავთ ტაძრებს:
- Shwethalyaung Buddha, რომელიც არის 180 ფუტი სიგრძისა და 53 ფუტის სიმაღლის მწოლიარე ბუდას ქანდაკება.
- Shwemawdaw Pagoda, რომლის სიმაღლეა 376 ფუტი და მისი დანახვა შესაძლებელია ქალაქ ბაგოს გარეთაც კი.
- Kyaik Pun Pagoda, რომელიც აშენდა 1476 წელს და შედგება ოთხი 100 ფუტიანი ბუდას ქანდაკებისგან.
- 1556 წელს აშენებული კანბავზათადის სასახლე, ბაგოს თავდაპირველი სამეფო რეზიდენცია.
თუ დრო და სურვილი გვექნება, დავაფასებთ მეორე მსოფლიო იმის მოკავშირეთა სასაფლაოს.
გვიან დავბრუნდებით იანგონში.

🏨განთავსება: Wyndham Grand Yangon https://www.booking.com/Share-Q9lujLg

✨დღე 5 - იანგონი – ჰეჰო – პინდაია – ნიაუნგ შვე

ფრენა იანგონიდან ჰეჰოს მიმართულებით.
ჰეჰოდან დასავლეთით, ტაუნგიის რაიონში, ტბა ბოტოლოკეს ნაპირზე პატარა, ლამაზი ქალაქი პინდაიაში მდებარეობს. აქაურობა ცნობილია თავისი კირქვის გამოქვაბულებით. მისი მიმზიდველი ტბისპირა გარემოთი და ადგილობრივი ტრადიციული შანის ქაღალდის ქოლგებით, ბორცვებში ჩაძირულ გამოქვაბულებს შორის 8000-მდე მარმარილოს, ბრინჯაოს და თაბაშირისგან გაკეთებული ბუდის ქანდაკების მიგნება შეგიძლიათ. თითოეული ფიგურა დაფარულია სუფთა ოქროს ფირფიტებით და მზეზე საოცარ სანახაობას ჰქმნის. ამ სანახაობის გვირგვინია გამოქვაბულის შესასვლელთან მდგარი 15 მეტრი სიმაღლის Shwe U Min Pagoda.
გვიან ღამე ჩავალთ ნიაუნგ შვეში.

🏨განთავსება: Villa Inle Boutique Resort https://www.booking.com/Share-gbzpjR

✨დღე 6 ინლეს ტბა

მიანმარზე ოცნებას როცა შეუდგები, იქ მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზი ინლეს ტბაა.
სისხამ დილით მოტორიანი ნავით სწორედ ინლესკენ გავემგზავრებით. წყალზე მოფენილ სოფლებში, ინტას გულღია ხალხი ცხოვრობს. ტბის პირი ადგილობრივებს ბამბუკის ჯოხებით გაუმაგრებიათ და ზედ ულამაზესი ბაღები აქვთ გაშენებული. აუცილებლად დავესწრებით მოგზაურების და ფოტოგრაფების მთავარ
სანახაობას, ნიჩბოსანი მეთევზეების ბადის გაშლის და თევზაობის რიტუალს. კუნძულის შუაგულში NgaHpeChaung მონასტერია, რომელმაც სახელი არამარტო ბუდას ათობით გამოსახულებით, არამედ „ მფრინავი კატებით“ გაითქვა. იქვეა ოქროს ფირფიტებით დაფარული ხუთი სხვადასხვა ზომის ბუდას ქანდაკება, რომლის სახეებიც სრულად განსხვავდება დანარჩენი ბუდის ცნობილი ნაკეთობებისგან.
ვისაც მოგზაურობის დროს სუვენირების შეძენა უყვარს, სოფელ ინპავხონესთან, ჩეროტოს ქარხანაში ვიზიტი იქნება სამოთხე. აქ წარმოუდგენლად დაბალ ფასად შეგვიძლია ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები და საოცარი ქსოვილები შევიძინოთ. აქვე მზადდება ტიპიური ბირმული სიგარები და თამბაქოს არომატის ნელსაცხებლები.
გემით დავუყვებით მდინარეს და ტბის გავლით სოფელ ინდეინამდე ჩავაღწევთ.
იქაური გარემო ძველ დროში გაბრუნებს და თითქოს თვალწინ კადრებად ჩაგირბენს მიანმარის გადასულ დროთა დიდება. მე-16 საუკუნით დათარიღებული პაგოდების შენობები წარუშლელ შთაბეჭდილებას უტოვებს მნახველს.
ადგილობრივ ბაზარში დღემდე უამრავი ძველი ნივთის შეძენაა შესაძლებელი. აქ ხალხი ძველი ბირმული ტრადიციული სამოსით Inthar კაბებით დადის. დღის დასასრულს გვექნება ადგილობრივი კულინარიული მასტერკლასი უხუცეს მზარეულებთან ერთად.

🏨განთავსება: Villa Inle Boutique Resort https://www.booking.com/Share-gbzpjR

✨დღე 7 ტაუნგჯი – კაკუს პაგოდები

ამ დღეს მიანმარის ერთ- ერთ მაღალ წერტილში, ზღვის დონიდან 4712 მეტრზე მდებარე ქალაქ Taunggyi -ში გავემგზავრებით. ვიმოგზაურებთ Taung Gyi Market,
Mwetaw Kakku და Pa-O სოფლებში ტაუნგიის გარშემო.
სოფელ კაკუში მდებარე უძველეს პაგოდებზე ბევრი დაწერილა, ბევრიც თქმულა და ჩვენ ამას ჩვენი თვალით დავათვალიერებთ. ათასობით პატარა სტიუპა ერთ სივრცეში თავმოყრილი. უცებ პაგოდების ტყეში მოხვდები, სადაც ზოგი ჩამონგრეულია, ზოგი მოდერნიზებული, ზოგი უძველესი ოქროსფერი წვერით იწონებს თავს.

მზე რომ ზენიტიდან გადავა, პატარა ინდიელების სოფელში ჩავალთ, სადაც გვექნება ადგილობრივ ტრადიციულ სამოსში ფოტოსესია, ვეწვევით ერთ-ერთ ოჯახს და დიასახლისთან ერთად დავამზადებთ საუკუნეების ტრადიციული რეცეპტით ინლეურ კერძებს. დავათვალიერებთ სოფლის გარშემო მეთექვსმეტე საუკუნის დროინდელ სტიუპებს მივაკითხავთ, იქ დროის კვალი ყველაფერს ამჩნევია, ქვის ბზარებს შორის ხეებია ამოზრდილი, კედლის ნაპრალებიდან მცენარეები ეტრფიან მზეს.

🏨განთავსება: Villa Inle Boutique Resort https://www.booking.com/Share-gbzpjR

✨დღე 8 ნიუანფ შვე-მთა პოპა- ბაგანი

საუზმის შემდეგ, ზღვის დონიდან 657 მეტრზე, წმინდა მთა პოპას თავზე, ვულკანურ მწვერვალზე მდებარე სულების თაყვანისცემის ცენტრში წავალთ. ბუდისტებისთვის ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე საკრალულია, ჩვენ კი აქედან გადაშლილი ხედი თავის წარმოუდგენელი სილამაზის გამო სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება.
ფრენა ბაგანში.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გამორჩეული რელიგიური ქალაქი და ბირმას უძველესი დედაქალაქია ბაგანი, რომლის უკიდეგანო მტვრიან ვაკეზე მიმოფანტული ჩანს უამრავი ეგზოტიკური ბუდისტური ტაძარი. ბაგანის სამეფოები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნის დასაწყისით თარიღდება, მაგრამ თავის დიდებას 1057 წელს მიაღწია, როდესაც მეფე ანავრაჰტას მიერ ასობით პაგოდა აშენდა. ამ პერიოდს ქალაქის ოქროს ხანასაც უწოდებენ. შვიდი საუკუნის წინ, მდინარე ირავადი ადიდებულა და წაუღია ქალაქის თავდაპირველი ტერიტორიის თითქმის მესამედი. არც ქურდებმა დააყენეს უკეთესი დღე დიად ტაძრებს. საუკუნეები უკონტროლოდ იძარცვებოდა აქაურობა. მიწისძვრებმა ასობით ტაძრისგან მხოლოდ ქვების გროვებიღა დატოვეს.
ბაგანი განსაკუთრებით ჯადოსნური აისის და დაისის დროსაა და ჩვენც სწორედ მზის ჩასვლის საყურებლად გავემგზავრებით მთის წვერზე.

🏨ღამისთევა: Heritage Bagan hotel https://www.heritagebaganhotel.com.mm/

✨დღე 9 - ბაგანი

არ მეგულება მოგზაური ვისაც ბაგანის თავზე საჰაერო ბურთზე მზის ამოსვლის შეხვედრის შესახებ არ სმენია . სურვილის შემთხვევაში, აისს სწორედ ამ ბურთებზე შევხვდებით.
ბაგანი, ათასი ტაძრის საოცარი ქალაქი, მზის ამოსვლისას იდუმალ ბურუსში ეხვევა. ამბობენ, აქაური აისი ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოო. დავივლით უამრავ ტაძარს, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ ჯაკატას სცენის ფრესკებით მოხატულ Shwezigon პაგოდას. აუცილებლად მივალთ ჰტილმონის უძველესი თაბაშირისგან ფიგურებ გამოქანდაკებულ ტაძარში. არ გამოგვრჩება არც ანანდას და გუბიაუკგიის პაგოდები. ბაგანს აქვს მრავალი არქიტექტურული შედევრი, როგორიცაა Anada Okkyaung-ის მონასტერი XVIII საუკუნის ფრესკებით; მასიური დაჰმაიანგიის ტაძარი, მინგალარ ზედი, ბოლო პაგოდა ბაგანის დინასტიაში და შვესანდაუს პაგოდა.
ქალაქს ძალიან საინტერესო Nyaung Oo-ს ცნობილი ბაზარი აქვს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც სანდაკუს ხის ნატურალურ თავის მოვლის საშუალებებს ყიდიან ადგილობრივები. საღამოს სოფელ მინგაბაში ცხენის ურმებით წავალთ და მდინარე ირავადის კრუიზიდან დედამიწაზე ყველაზე ჯადოსნურ დაისს ვუყურებთ.

🏨ღამისთევა: Heritage Bagan hotel https://www.heritagebaganhotel.com.mm/

✨დღე 10 - ბაგანი-მანდალაი

ბაგანშის არქეოლოგიურ ნაწილში, 2005 წლის 10 აპრილის შემდეგ, ნან მიინტის კოშკი გაახსნეს სპეციალურად იმ ვიზიტორთათვის, ვისაც 2000 ზე მეტი უძველესი ტაძრის ერთ პეიზაჟად ხილვა სურს. ხელისგულზე გადაშლილი საოცარი ხედი მნახველს სრულად ატყვევებს სილამაზით. შემდეგი გაჩერება გვექნება მანდალაი, თავის ჩინური ქალაქით და ზაი ჩოს ბაზარით. შებინდებისას ვეწვევით დიდებულ მაჰა მიატ მუ ნი პაგოდას.

🏨ღამისთევა: Hilton https://www.hilton.com/en/hotels/mdlayhi-hilton-mandalay/

✨დღე 11 მანდალაი

უძველესი ტრადიციის თანახმად, ბუდას სიცოცხლის მანძილზე ხუთი მთავარი ხილვა ჰქონია. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ბირმის მიწაზე, მანდალაიში ზმანებია.
„პოზა“ რა მდგომარეობაშიც ხილვა ჰქონდა, ზუსტად არის ბუდას იმ ქანდაკებაში გადმოცემული, რომელიც ამჟამად პააგა პაგოდაში ინახება. 3.8 მეტრის სიმაღლის ქანდაკება მთლიანად ოქროს ფირფიტებითაა დაფარული. იქვეა ექვსი ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც ოდესღაც კამბოჯური ანკორ ვატის მცველებად იქნენ აგებული.
საუკუნის მანძილზე მოსულმა მილიონობით მომლოცველმა მისი სასწაულმოქმედი ძალა ირწმუნა და დღეს ეს სპილოს და ლომის ქანდაკებები სნეულთა მკურნალად ითვლებიან. გზას მინგუნის პაგოდის და ჰსინბიუმეს პაისკენ განვაგრძობთ. 87 ტონიანი მინგუნის ზარი მსოფლიოში ყველაზე დიდ ბრინჯაოს ზარად ითვლება. ვნახავთ გამორჩეული ხის ჩუქურთმებით შემკულ შვენანდაუს მონასტერს, აუცილებლად მივალთ მიანმარის ეროვნულ საგანძურად გამოცხადებულ ატუმაშუს პაგოდაში. დავათვალიერებთ კუთოდაუს პაგოდას, სადაც ბუდიზმის შასახებ ზომით ყველაზე დიდი წიგნი ინახება.
დაისს მანდალეის წვერზე შევხვდებით, საიდანაც მზის ჩასვლისას ქალაქს ათასი მოელვარე ფერი დაკრავს
ვახშამს კი მანდალეიში ყველაზე ცნობილი ბირმული კერძების რესტორანში მივირთმევთ, რომელიც, სახელგანთქმულია მთელს მიანმარში თავის განსაკუთრებული სამზარეულოთი.

🏨ღამისთევა: Hilton https://www.hilton.com/en/hotels/mdlayhi-hilton-mandalay/

✨დღე 12 მანდალაი-ამარაპურა - ინვა - საგაინგი

ეს დღე ჩვენი მიანმარული დღიურებიდან ალბათ ყველაზე დატვირთული იქნება სანახაობებით: გავემგზავრებით ამარაპურაში, ვეწვევით მაჰა განდარიონის მონასტერს, დავათვალიერებთ ბუდისტურ უნივერსიტეტს, ვნახავთ გასაოცარ უ- ბენის ხიდს, აუცილებლად გავივლით 1.2 სიგრძის ვიწრო ტიის ხიდზე, შევივლით ცნობილ მიანმარული აბრეშუმის და ბამბის ქარხანაში.
არ დავივიწყებთ მალ ნუ ოაკ კიუნგი და ნანმიინის საგუშაგო კოშკების მონახულებას. მზე რომ გადავა, მიანმარის რელიგიურ კერა საგაინგში გავემგზავრებით. ეს არის ქალაქი 600-ზე მეტი ბუდისტური მონასტრით. ფაქტიურად, ქალაქი-უნივერსიტეტი მონაზვნების და ბერებისთვის. სურვილის შემთხვევაში, დავესწრებით მედიტაციის სეანსს.
საგანგის გორა ცნობილია მანდალაის სიტის პანორამული ხედით. პაგოდები, როგორიცაა Swan Oo Pon Nya Shin და U Min Thone Sae ზუსტად ამ გორაზე დგას.
საღამოს ადგილობრივ ბაზარში ხილის და მიანმარული ტკბილეულზე შევლა მანდალაის ტურის ერთ-ერთი უპირობო ნაწილია.

🏨ღამისთევა: Hilton https://www.hilton.com/en/hotels/mdlayhi-hilton-mandalay/

✨დღე 13 - ბანკოკი, თბილისი

ამ დღეების მანძილზე უამრავი “ ნეტავ მომესწრო” ამბავი დაუგროვდება მიანმარში მყოფ მოგზაურს. დღის პირველ ნახევარს თავისუფალ დროს მანდალაიში გავატარებთ და საღამოს ბანკოკის გავლით გამოვფრინდებით საქართველოსკენ.

💥ღირებულება 4215 $


✳️ფასში შესულია:

✅ორმხრივი ავიაბილეთი თბილისი- ბანკოკი-თბილისი ;
✅ავიაბილეთი ბანკოკი- იანგონი ( რეისს ასრულებს მიანმარის სახელმწიფო ავიახაზები);
✅ავიაბილეთი : მანდალაი- ბანკოკი ( რეისს არსურლებს მიანმარის სამეფო ავიახაზები);
✅ავიაბილეთი იანგონი- ჰეჰო ( რეისს ასრულებს მიანმარის სამეფო ავიახაზები;
✅ავიაბილეთი პოპა-ბაგანი ( რეისს ასრულებს მიანმარის სამეფო ავიახაზები);
✅პოლიტიკური ლიცენზია ქვეყნის შიდა კულტურული ძეგლების ვიზიტისთვის;
✅სადილი და კულინარიული მასტერკლასი;
✅მიანმარის ქვეყნაში შესვლის ექვსი ნებართვა;
✅მიანმარის ვიზა;
✅კერძო ნაციონალური შოუ;
✅სასტუმროები მიანმარში საუზმით;
✅სრული ტრანსპორტირება საექსკურსიო საათებში;
✅ავტობუსით ყველა ტრანსფერი ტურის განმავლობაში;
✅ადგილობრივი გიდი მიანმარში
სრული ტურის განმავლობაში ქართულენოვანი გამყოლი;
✅ტურის აღწერის მიხედვით ყველა აქტივობის ბილეთი;
✅გემით და ნავით ტრანსფერები მიანმარის ტურის განმავლობაში.

⛔️ფასში არ შედის:

❌ნებისმიერი პირადი და სხვა ხარჯი, რაც არ არის ტურში ნახსენები;
❌სადილი, ვახშამი;
❌ალკოჰოლური ან გაზიანი სასმელი;
❌საჰაერო ბურთით სეირნობა ბაგანის თავზე;
❌ერთ ადგილიანი განთავსება ნომერში (single room). მარტო განთავსების სურვილის შემთხვევაში, ტურის ღირებულებას ემატება 1110 $;
❌”თიფი“ გიდზე და მძღოლზე, ერთი ადამიანისგან 170$ გროვდება ადგილზე ჩასვლის დღეს.

გთხოვთ გაითვალისწინეთ :
⭕️ტურში ადგილი დადასტურდება 550$ გადაახდის შემდეგ;
⭕️თქვენი მიზეზით პირობის დარღვევის (წამოუსვლელობის) შემთხვევაში, ტურში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება;
⭕️დარჩენილი გადასახადი თანხა შესაძლებელია მოერგოს თქვენთვის სასურველ გადახდის გრაფიკს;
⭕️ტურის თანხა სრულად უნდა დაიფაროს წასვლამდე 30 სამუშაო დღით ადრე.

☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 555 24 73 73

თუ დეკემბერში, საახალწლოდ, სულ ცოტა დრო მაინც შეგიძლიათ გამოითავისუფლოთ, ყურადღებით წაიკითხეთ ამ მოგზაურობის ყველა დეტალ...
17/08/2026

თუ დეკემბერში, საახალწლოდ, სულ ცოტა დრო მაინც შეგიძლიათ გამოითავისუფლოთ, ყურადღებით წაიკითხეთ ამ მოგზაურობის ყველა დეტალი. 🎄✈️🌴

🇱🇰 შრი-ლანკა + მალდივები 🇲🇻 — ორი სრულიად განსხვავებული სამყარო ერთ მოგზაურობაში.

ამ ტურის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თითქმის ყველა ტიპის მოგზაურზეა მორგებული.

ვისაც ცოტა დრო აქვს, შეუძლია მოგზაურობა 8, ან 6 დღედ გაყოს და საკუთარი პრიორიტეტის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი მიმართულება
🌿 სათავგადასავლო და შემეცნებითი შრი-ლანკა, ან
🏝️ ეგზოტიკური, ფირუზისფერი მალდივები.

ვისაც ორივე ქვეყნის ნახვა სურს — შეუძლია სრული კომბინირებული მოგზაურობა აირჩიოს და ერთ ტურში მიიღოს სრულიად განსხვავებული გამოცდილება: ჯერ თავგადასავალი, ბუნება, კულტურა და აღმოჩენები, შემდეგ კი ინდოეთის ოკეანე, თეთრი ქვიშა და რამდენიმე დღე ნამდვილი ტროპიკული დასვენება. 🌊🥥

💰 ბიუჯეტიც თქვენს არჩევანზეა მორგებული.
შეგიძლიათ აირჩიოთ კარგი 4★ ან 5★ სასტუმროები და მოგზაურობის ღირებულება თქვენი პრიორიტეტების შესაბამისად დააბალანსოთ.

👨‍👩‍👧‍👦 განსაკუთრებით მინდა გამოვყო შრი-ლანკის ოჯახური ვერსია.

შრი-ლანკის ნაწილი თავისი საკმაოდ ლოიალური ფასისა და მრავალფეროვანი პროგრამის გამო ძალიან კარგად ერგება ოჯახთან და შვილებთან ერთად მოგზაურობას.

წლის ბოლოს შვილებთან ერთად გატარებული თუნდაც ერთი კვირა, რომელიც მხოლოდ დასვენება კი არა, მათთვის ახალი ქვეყნის, განსხვავებული კულტურის, ბუნების, ცხოველებისა და ცხოვრების წესის აღმოჩენაც იქნება, ვფიქრობ, ძალიან კარგი საჩუქარია, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის. ❤️

შეგიძლიათ აირჩიოთ:

🌿 შრი-ლანკა — თავგადასავალი • ბუნება • კულტურა • შემეცნება
🏝️ მალდივები — ეგზოტიკა • ოკეანე • ფირუზისფერი კუნძულები • დასვენება
🇱🇰 + 🇲🇻 ან ორივე ერთად — ერთი დიდი და ძალიან განსხვავებული მოგზაურობა.

მოკლედ, ვფიქრობ, ეს არის ტური, რომელიც მართლაც სხვადასხვა ასაკის, ინტერესისა და ბიუჯეტის მოგზაურზე შეიძლება მოარგოთ.

🇱🇰🇲🇻ინდოეთის ოკეანის ორი მარგალიტი

✈️ შრი ლანკა & მალდივები

✨არის ქვეყნები, რომლებიც ისტორიით გაოცებენ. არის ადგილები, რომლებიც ბუნებით მოგხიბლავენ. და არის კუნძულები, სადაც უბრალოდ ცხოვრებით იწყებ ტკბობას.

🔅ამ მოგზაურობაში ყველაფერი ერთად გავაერთიანეთ.

🇱🇰ჯერ შრი ლანკა — უძველესი სამეფოები, ჯუნგლები, სპილოები, საფარი, მთები, ჩაის პლანტაციები, ინდოეთის ოკეანის სანაპირო და თავგადასავლებით სავსე დღეები.

🇲🇻შემდეგ კი მალდივები — სამი დღე ადგილობრივ კუნძულზე, სადაც კრისტალურად სუფთა წყალში სანაპიროსთან მოცურავე პატარა რიფის ზვიგენებს შეხვდებით, და კიდევ სამი დღე SAii Lagoon Maldives, Curio Collection by Hilton-ში, სადაც მოგზაურობას სრულ სიმშვიდეში, კომფორტსა და ინდოეთის ოკეანის ულამაზესი ლაგუნების ფონზე დავასრულებთ.

🪷ეს ტური მათთვის შევქმენით ვისაც ერთ მოგზაურობაში სურს აღმოაჩინოს, განიცადოს და სულით და სხეულით დაისვენოს, გაექცეს ზამთრის სუსხიან დღეებს ინდოეთის ოკეანის სამოთხეში.

🫶🏼ტური მოქნილი პრინციპითაა შექმნილი, რათა ყველა ტიპის მოგზაურმა შეძლოს მისთვის სასურველი ვარიანტის არჩევა. შეგიძლიათ იმოგზაუროთ მხოლოდ 8 დღე შრი ლანკაში (4 ან 5 სასტუმროებით), მხოლოდ 6 დღე გაატაროთ მალდივებზე, ან ორივე მიმართულება გააერთიანოთ და ინდოეთის ოკეანის ორი მარგალიტი ერთ დაუვიწყარ, ორ კვირიან მოგზაურობად აქციოთ.

🗓️5-13 დეკემბერი შრი ლანკა
🗓️ 13-19 დეკემბერი მალდივები

✨დღე 1

შრი ლანკაზე ჩაფრენისთანავე დედაქალაქს უკან მოვიტოვებთ და ქვეყნის შუაგულისკენ, უძველესი ქალაქის — სიგირიას მიმართულებით გავემართებით.
ნელ-ნელა შეიცვლება ყველაფერი, რასაც ფანჯრიდან დაინახავთ. ქალაქს ტროპიკული ტყეები ჩაანაცვლებს, გზის ორივე მხარეს უზარმაზარი პალმები და ასწლოვანი ხეები გამოჩნდება, ჰაერი კი ისეთი სუფთა და ნოტიო გახდება, თითქოს თავად ბუნება გიღებდეთ სტუმრად.
აქ დრო სხვაგვარად მიედინება.
ჯუნგლების ხმებს მხოლოდ ფრინველების მრავალხმიანობა და შორიდან მოსული სპილოების ხმა არღვევს. ნამგზავრობის შემდეგ საუკეთესო საჩუქარს საკუთარ თავს გავუკეთებთ — ნამდვილი შრი-ლანკური აიურვედას მასაჟით.
აიურვედა მხოლოდ მასაჟი არ არის. ეს ჯანმრთელობისა და ცხოვრების ფილოსოფიაა, რომელიც ინდოეთში ორიათას წელზე მეტი ხნის წინ დაიბადა და დღემდე ბუნებრივი მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ სისტემად ითვლება. საუკუნეების განმავლობაში სწორედ შრი ლანკა იქცა იმ ქვეყნად, სადაც აიურვედას ტრადიცია განსაკუთრებული სიზუსტით და სიყვარულით შემოინახეს.
საღამოს, როცა მზე ტროპიკული ტყეების მიღმა ნელ-ნელა დაეშვება, შრი ლანკის ყველაზე ცნობილ სიმბოლოს — სიგირიას ლომის კლდეს ავუყვებით.
იცოდით, რომ სიგირიას ხშირად "მსოფლიოს მერვე საოცრებასაც" უწოდებენ?
ეს არის მეხუთე საუკუნის სამეფო ციხესიმაგრე, რომელიც თითქმის 200-მეტრიან მონოლითურ კლდეზეა აგებული. თუმცა მისი ისტორია გაცილებით ძველია — აქ ჯერ კიდევ მეზოლითის ხანაში ცხოვრობდნენ ადამიანები, მოგვიანებით კი გამოქვაბულები ბუდისტმა ბერებმა სამონასტრო კომპლექსად აქციეს.
კლდეზე ასვლისას ერთმანეთს ენაცვლება უძველესი ფრესკები, მეფის სასახლის ნანგრევები, კლდეში გამოკვეთილი წყლის რეზერვუარები და პანორამები, რომლებიც შრი ლანკის ტროპიკულ ბუნებას სრულიად სხვა თვალით დაგანახებთ.
შემდეგ ჩვენი გზა დამბულას მღვიმის ტაძრისკენ გაგრძელდება.
ზღვის დონიდან 1 100 მეტრზე მდებარე ეს უნიკალური კომპლექსი ხუთ ბუნებრივ გამოქვაბულს აერთიანებს. კედლები და ჭერი მთლიანად დაფარულია ფრესკებით, ხოლო გამოქვაბულებში ასზე მეტი ბუდას ქანდაკებაა დაცული. ზოგი მათგანი ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნით თარიღდება და დღემდე თითქმის უცვლელადაა შემორჩენილი.

🏨ღამისთევა:
5★ Pinthaliya Resort
ან
4★ Hotel Kamrel Sigiriya

✨დღე 2

დილა სრულიად განსხვავებული ემოციით დაიწყება.
მივემართებით მინერიას ეროვნულ პარკში, სადაც ჯიპებით ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ საფარიზე გავემგზავრებით.იქ ათეული კი არა, შესაძლოა ასზე მეტი გარეული სპილო ერთ სივრცეში ნახოთ.
ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ტბების ნაპირებთან, ტყეებსა და მდელოებზე. პატარა სპილოები დედების გვერდით თამაშობენ, მოზრდილები კი მშვიდად იკვებებიან.
შემდეგ სრულიად სხვა შრი ლანკას გავიცნობთ.
გავემართებით პატარა სოფელ ჰირივადუნაში, სადაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინანდელი ცხოვრების რიტმია შემორჩენილი.
ტბაზე ტრადიციული კატამარანით გავისეირნებთ, სურვილის შემთხვევაში ადგილობრივ მეთევზეებთან ერთად ძველი მეთოდით თევზაობასაც ვცდით, სოფლის ბილიკებზე გავივლით და ფერმერების ოჯახებს ვესტუმრებით.
სწორედ აქ იგრძნობა ყველაზე კარგად, რატომ არის შრი ლანკა ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანა აზიაში.
ლანჩს ადგილობრივ ოჯახში მივირთმევთ.
ტრადიციული კერძები ლოტოსის ფოთლებზე იქნება მორთმეული, სანელებლების სურნელი კი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ შრი ლანკის სამზარეულო ისეთივე ფერადია, როგორიც მისი ბუნება.

🏨ღამისთევა:

5★ Pinthaliya Resort
ან
4★ Hotel Kamrel Sigiriya

✨დღე 3

დილით სიგირიას დავემშვიდობებით და შრი ლანკის ყოფილ სამეფო დედაქალაქში — კანდიში გავემართებით.
გზად პირველი სასიამოვნო გაჩერება აბრეშუმისა და ტრადიციული შრი-ლანკური სამოსის მაღაზია იქნება. აქ შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი სარები, ნატურალური აბრეშუმის შარფები, ხელით მოხატული ქსოვილები, ტყავისა და ხის ნაკეთობები და ის ნივთები, რომლებიც მხოლოდ ამ კუნძულისთვის არის დამახასიათებელი.
შემდეგ კი სრულიად განსხვავებული სამყარო გველოდება.
კანდის სამეფო ბოტანიკური ბაღი იმ ადგილებს შორისაა, სადაც ბუნება საკუთარ შესაძლებლობებს მთელი სილამაზით ავლენს. ასწლოვანი ხეები, გიგანტური ბამბუკები, პალმების ხეივნები, ათასობით ორქიდეა და ტროპიკული მცენარეები ერთად ქმნის სივრცეს, სადაც საათები შეუმჩნევლად გადის.
შრი ლანკაზე ამბობენ, რომ თუ კუნძულის ყველა მცენარის ნახვა გინდა, სწორედ აქ უნდა დაიწყო.
შემდეგ სუნელების ბაღს ვეწვევით.
აქ გაიგებთ, როგორ იზრდება დარიჩინი, ვანილი, კარდამონი, პილპილი, მიხაკი და ჯანჯაფილი. ყველაფერს საკუთარი ხელით შეეხებით, დააგემოვნებთ და გაიგებთ, რატომ იყო სწორედ სანელებლები ის სიმდიდრე, რომლის გამოც საუკუნეების განმავლობაში ევროპელები ამ კუნძულამდე აღწევდნენ.
შრი ლანკა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა ნატურალური საფირის საბადოებით. სწორედ აქ იქმნება სამკაულები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ აუქციონებსა და კოლექციებში ხვდება.
საღამოს შრი-ლანკური კულტურის ყველაზე ფერად ნაწილს გავიცნობთ.
ტრადიციული მუსიკა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ეროვნული კოსტიუმები და ცეცხლის ცეკვები იმ ატმოსფეროს შეგიქმნით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თითქმის უცვლელად შემორჩა.
და ბოლოს...
ვახშამს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და გამორჩეულ სასტუმროში — Helga's Folly-ში მივირთმევთ.
ჰელგას სასტუმრო ხელოვნების ცოცხალი მუზეუმია.
მისი დამფუძნებელი, მადამ ჰელგა, ევროპული არისტოკრატიული ცხოვრების ნაცვლად შრი ლანკაში დარჩა, გენერალს გაჰყვა ცოლად და საკუთარი ოცნება რეალობად აქცია. თითოეული კედელი ხელით არის მოხატული, თითოეული ოთახი ერთმანეთისგან განსხვავდება, ხოლო აქ სტუმრობდნენ ინგლისის სამეფო ოჯახის წევრები, მწერლები, მხატვრები, მსახიობები და მსოფლიოს არაერთი ცნობილი ადამიანი.

🏨ღამისთევა:

5★ Kandy Myst by Cinnamon
ან
4★ Grand Hills

✨დღე 4

დილას ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილიდან დავიწყებთ.
ვესტუმრებით ბუდას კბილის ტაძარს, სადაც ლეგენდის მიხედვით, ბუდას წმინდა რელიქვია ინახება.
ბუდისტებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავია მსოფლიოში.
ტაძრის მშვიდი ატმოსფერო, ლოტოსის ყვავილებით ხელში მისული მომლოცველები და საუკუნეების განმავლობაში უცვლელად შემორჩენილი ტრადიციები განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
შემდეგ ქალაქს ზემოდან გადავხედავთ.
კანდის ტბა, წითელსახურავიანი სახლები, ტროპიკული ტყეები და მთებით შემოსაზღვრული ქალაქი ისეთი ლამაზია, თითქოს ძველი აკვარელით იყოს დახატული.
შემდეგ კი ალბათ ამ კუნძულის ყველაზე საყვარელ ადგილას მივალთ:
პინაველას სპილოების თავშესაფარი.
წარმოიდგინეთ ბავშვთა სახლი...
ახლა კი მის ნაცვლად პატარა ობოლი სპილოები.
წლების განმავლობაში აქ მოჰყავთ დაზიანებული, დაკარგული ან ობლად დარჩენილი სპილოები, ზრდიან, უვლიან და ახალ ცხოვრებას აძლევენ.
თუ სურვილი გექნებათ, მათთან ერთად მდინარეშიც ჩახვალთ.
სპილოებს დაბანთ, მათთან ერთად გაისეირნებთ, უამრავ ფოტოს გადაიღებთ და საკუთარი თვალით ნახავთ, რამდენად ჭკვიანი და თბილი ცხოველები არიან.
ლანჩსაც მდინარის პირას მივირთმევთ, სადაც ისინი წყალში თამაშობენ.
შემდეგ ჩვენი გზა ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი ნაგებობისკენ გაგრძელდება.
ამბულუვავას კოშკი.
შორიდან თითქოს ზღაპრის სასახლეს ჰგავს.
თეთრი სპირალური კიბე ნელ-ნელა ცისკენ მიიწევს, ხოლო ზემოდან შრი ლანკის მთები, ტყეები და ხეობები 360-გრადუსიან პანორამად იშლება.
დღის ბოლოს კი სრულიად სხვა კლიმატურ ზონაში აღმოვჩნდებით.
ნელ-ნელა ჰაერი გაგრილდება, პალმებს ჩაის პლანტაციები შეცვლის და შრი ლანკის „პატარა შვეიცარიაში“ — ნუვარა ელიაში ავალთ.
აქ მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცეილონის ჩაის პლანტაციები.
ვესტუმრებით ჩაის ქარხანას, სადაც საკუთარი თვალით ვნახავთ, როგორ გადის ფოთოლი გზას ბუჩქიდან ფინჯნამდე.
დავაგემოვნებთ სხვადასხვა სახეობის ჩაის და დღის ბოლოს დავბინავდებით ქალაქში, რომელიც თავისი არქიტექტურითა და გრილი კლიმატით სრულიად განსხვავდება იმ ტროპიკული შრი ლანკისგან, რომელიც აქამდე ვნახეთ.

🏨ღამისთევა:

5★ Araliya Green City
ან
4★ Winsanda Boutique Bungalow

✨დღე 5

დღეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დილა გველოდება.
ნუვარა ელიას სადგურიდან მატარებელში ავალთ და შრი ლანკის ყველაზე ცნობილ სარკინიგზო მარშრუტს გავუყვებით.
ეს რკინიგზა ბრიტანელებმა ჩაის გადასაზიდად ააშენეს. დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მარშრუტად ითვლება
ამბობენ, თუ ამ ქვეყანას ერთი ფანჯრიდან უნდა შეხედო, ეს სწორედ მატარებლის ფანჯარაა.
მატარებელი ნელა მიუყვება მთის ფერდობებს. გზად ერთმანეთს ენაცვლება ჩაის პლანტაციები, ხეობები, ჩანჩქერები, პატარა სოფლები და ღრუბლებში გახვეული მთები. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ლიანდაგი პირდაპირ მწვანე ოკეანეშია გაჭრილი.
ელლაში ჩასვლის შემდეგ პირველი გაჩერება იქნება ცნობილი ცხრათაღიანი ხიდი, კოლონიური ეპოქის არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნიმუში. მწვანე ჯუნგლებში ჩამალული ქვის ხიდი დღეს შრი ლანკის ყველაზე ფოტოგენურ ადგილებს შორისაა.
საღამოს, როდესაც ველური ბუნება ყველაზე მეტად ცოცხლდება, იალას ეროვნულ პარკში შევალთ.
ღია ჯიპებით გავუყვებით ბილიკებს, სადაც თავისუფლად გადაადგილდებიან სპილოები, ირემები, გარეული კამეჩები, ნიანგები, ათეულობით სახეობის ფრინველი და ფერად-ფერადი ფარშევანგები.
თუ გაგვიმართლებს, შესაძლოა შრი ლანკის ყველაზე იშვიათი ბინადარიც — ლეოპარდიც ვნახოთ.
დღევანდელი დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ — დილით ღრუბლებში მიმავალი მატარებლით დაიწყება, საღამოს კი აფრიკის მსგავს ველურ საფარიზე დასრულდება.

🏨ღამისთევა:

5★ Oak Ray Wild Yala
ან
4★ Hotel River Front

✨დღე 6

დღეს შრი ლანკა კიდევ ერთხელ შეიცვლის სახეს.
მთებს უკან მოვიტოვებთ და ნელ-ნელა სამხრეთისკენ დავეშვებით.
ჰაერი უფრო თბილი გახდება, ტროპიკული მცენარეები ისევ გამოჩნდება, გზის ორივე მხარეს ქოქოსის პალმები გამრავლდება, ხოლო ერთ მომენტში, მოულოდნელად, ჰორიზონტზე ინდოეთის ოკეანე გამოჩნდება.
ეს ყოველთვის განსაკუთრებული წუთია.
ვერც ერთი ფოტო ვერ გადმოსცემს იმ ფერს, რომელსაც აქ წყალი იღებს.
ფირუზისფერი ზღვა, თეთრი ქვიშა, მარილიანი ნიავი და პალმების მშვიდი შრიალი იმ გარემოს ქმნის, სადაც დრო თითქოს ნელდება.
დღის დარჩენილ დროს მთლიანად ზღვისპირა კურორტზე გავატარებთ.
საღამოს კი მზის ჩასვლა ალბათ კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ბუნებას საუკეთესო წარმოდგენების შექმნა ჯერ კიდევ შეუძლია.

🏨ღამისთევა:

5★ Parangi Weligama Bay – Thema Collection
ან
4★ The South Lake – Ahangama

✨დღე 7

დღე, რომელიც მთლიანად თქვენ გეკუთვნით
დილა შეგიძლიათ ზღვის პირას დაიწყოთ, ფინჯანი ცეილონის ჩაით და ოკეანის ხმაურით.
შემდეგ კი თავად გადაწყვიტოთ, როგორი იქნება თქვენი დღე.
შეგიძლიათ უბრალოდ ისიამოვნოთ სანაპიროთი, იბანაოთ, დაისვენოთ ან სასტუმროს აუზთან გაატაროთ დრო.
თუ უფრო აქტიური დასვენება გიზიდავთ, შესაძლებელია დამატებითი ექსკურსიების არჩევაც.
სურვილის შემთხვევაში გავემგზავრებით ვეშაპების საყურებელ ტურზე, სადაც იღბლის შემთხვევაში ლურჯ ვეშაპებსა და დელფინებსაც შევხვდებით.
ასევე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გამოსცადოთ შრი ლანკის ცნობილი აიურვედას მასაჟი, ან ადგილობრივ თევზის ბაზარში გაისეირნოთ, სადაც დღის ნადავლს პირდაპირ მეთევზეები ყიდიან.

🏨ღამისთევა:

5★ Parangi Weligama Bay – Thema Collection
ან
4★ The South Lake – Ahangama

✨დღე 8

დღეს შრი ლანკის ამ მოგზაურობის ბოლო დღეა.
დილით სისხამზე გალეს ვესტუმრებით.
ეს ქალაქი საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი პორტი იყო და დღესაც ინახავს პორტუგალიელების, ჰოლანდიელებისა და ბრიტანელების ეპოქის კვალს.
ქვის ქუჩები, ძველი ციხესიმაგრე, პატარა კაფეები, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები და ოკეანისპირა ბასტიონები ქალაქს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს.
შემდეგ კი იმ ადგილას მივალთ, რომელიც შრი ლანკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ იქცა.
მეთევზეები, რომლებიც ხის მაღალ ბოძებზე სხედან და საუკუნეების წინანდელი მეთოდით თევზაობენ.
შემდეგ კი ჩვენი გზები ორ ნაწილად გაიყოფა.
ჯგუფის ერთი ნაწილი საქართველოში დაბრუნდება.
ხოლო მეორე ნაწილი ინდოეთის ოკეანის კიდევ ერთი საოცრების — მალდივების მიმართულებით გაფრინდება.
სულ რამდენიმე წუთში ციდან უკვე მეორე მარგალიტს დავინახავთ...

🏨ღამისთევა: Ecoboo Maldives

✨დღე 9

დღეს მოგზაურობის რიტმი შეიცვლება.
მალდივები დაახლოებით 1 200 მარჯნის კუნძულისგან შედგება, რომლებიც 26 ბუნებრივ ატოლშია გაერთიანებული. საუკუნეების განმავლობაში ეს კუნძულები ინდოეთის ოკეანის სავაჭრო გზებზე მდებარეობდა და ერთმანეთთან აკავშირებდა სამხრეთ აზიას, არაბულ სამყაროსა და აღმოსავლეთ აფრიკას.
დღეს მალდივები მშვიდ დასვენებასთან ასოცირდება, თუმცა მისი ნამდვილი ხიბლი მხოლოდ ძვირადღირებულ კურორტებში არ არის. აქ განსაკუთრებით საინტერესოა ადგილობრივი კუნძულები, სადაც ყოველდღიური ცხოვრება ოკეანესთან მჭიდრო კავშირში გრძელდება.პატარა კუნძული, ქვიშიანი ბილიკები, ტროპიკული მცენარეები და ოკეანე, რომელიც თითქმის ყველა მხრიდან ჩანს.

🏨ღამისთევა: Ecoboo Maldives

✨დღე 10

მალდივებზე დილით ოკეანის ხმა მაღვიძარას ცვლის, მზის პირველი სხივები კი წყალს ნაზი ცისფრიდან კაშკაშა ფირუზისფრად გარდაქმნის.
დღევანდელი დღე იმ გამოცდილებას დაეთმობა, რის გამოც ეს კუნძული შევარჩიეთ.
სანაპიროსთან ხშირად ჩნდებიან პატარა შავწვერიანი რიფის ზვიგენები. ისინი მშვიდად დაცურავენ და წყლის გამჭვირვალობის გამო ზოგჯერ ნაპირიდანაც კი შეიძლება მათი სათითაოდ დათვლა.
ზვიგენებთან დაკავშირებული წარმოდგენების მიუხედავად, პატარა რიფის ზვიგენები ჩვეულებრივ ადამიანებს ერიდებიან და თავიანთი ბუნებრივი რიტმით გადაადგილდებიან. მათი ახლოდან დაკვირვება საუკეთესოა რაც იმ დღეს სამყარომ შეიძლება შემოგვთავაზოს.
შეგიძლიათ ნაპირთან დადგეთ, წყალში შეხვიდეთ, იცურაოთ ან უბრალოდ ფოტოები გადაიღოთ. ჩვენ მათ ფაქტიურად სახლში ვესტუმრებით.
დღის განმავლობაში დრო გვექნება სნორკელინგისთვისაც.
ფერადი თევზები, მცირე მარჯნის ბაღები და ზოგჯერ ზღვის კუებიც მალდივების წყალქვეშა პეიზაჟის ნაწილია. წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ მის ზედაპირზე ცურვისას ქვემოთ მიმდინარე ცხოვრება ნათლად ჩანს.

🏨ღამისთევა: Ecoboo Maldives

✨დღე 11

შრი ლანკის დატვირთული პროგრამისა და რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებული უამრავი შთაბეჭდილების შემდეგ, ეს დღე სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ სხეულმა და გონებამ დასვენება დაიწყოს.
დილა შეგიძლიათ ოკეანეში ცურვით დაიწყოთ, სანაპიროზე გაისეირნოთ ან უბრალოდ საუზმესთან ერთად კუნძულის სიჩუმეს მოუსმინოთ.
ადგილობრივი კუნძული მალდივების უფრო ნამდვილ მხარეს გვაჩვენებს.
აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ ადგილობრივების ყოველდღიურობას, პატარა ქუჩებს, თევზსაჭერ ნავებსა და ცხოვრებას, რომელიც მრავალი თაობის განმავლობაში ზღვასთან იყო დაკავშირებული.
ზოგჯერ კუნძულზე გატარებული საუკეთესო დღე სწორედ ის არის, როდესაც საათს არ უყურებ, ზღვიდან მხოლოდ მაშინ ამოდიხარ, როცა მოგინდება, და მზის ჩასვლამდე ერთადერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ის არის, სად დაჯდები ოკეანის საყურებლად.
ეს იქნება ჩვენი ბოლო საღამო მალდივების ადგილობრივ კუნძულზე.
ხვალ კი მოგზაურობის მეორე, უფრო საკურორტო ნაწილი დაიწყება.

🏨ღამისთევა: Ecoboo Maldives

✨დღე 12

დღეს მალდივების ერთ სამყაროს მეორით შევცვლით.
დილით Ecoboo Maldives-ს დავემშვიდობებით და SAii Lagoon Maldives, Curio Collection by Hilton-ისკენ გავემგზავრებით.
ფართო ლაგუნა, მოვლილი სანაპიროები, თანამედროვე ტროპიკული არქიტექტურა, კომფორტული საერთო სივრცეები და ზღვისკენ გახსნილი ხედები სრულიად განსხვავებულ განწყობას ქმნის.
დაბინავების შემდეგ დარჩენილი დღე თავისუფალი გვექნება. შეგიძლიათ სანაპიროსა და აუზს შორის დრო სურვილის მიხედვით გადაანაწილოთ, გაისეირნოთ კურორტის ტერიტორიაზე ან პირველივე დღიდან გამოსცადოთ წყლის აქტივობები.
აქ უკვე ყველაფერი იმისთვისაა მოწყობილი, რომ ადამიანს ყოველდღიური საზრუნავი დაავიწყდეს.

🏨ღამისთევა: SAii Lagoon Maldives, Curio Collection by Hilton

✨დღე 13

არ არის აუცილებელი დილით ადრე ადგომა, თუმცა მალდივებზე დილა ხშირად იმდენად ლამაზია, რომ ძილი თავად გეთმობა.
საუზმის შემდეგ შეგიძლიათ ლაგუნაში იცურაოთ, კაიაკით ან საპით გაისეირნოთ, სნორკელინგით დაკავდეთ ან აუზთან მშვიდად გაატაროთ დრო.
ვისაც უფრო აქტიური დღე სურს, წყლის სპორტისა და საზღვაო გასვლების არჩევა შეეძლება.
ვისაც სრულად დასვენება ურჩევნია, შეუძლია სპა, სანაპირო და კარგი წიგნი აირჩიოს.
SAii Lagoon-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არჩევანის თავისუფლებაა. ჯგუფთან ერთად მოგზაურობთ, მაგრამ დღის გატარება ყველას საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია.
საღამოს შეგვიძლია ერთად ვივახშმოთ და შრი ლანკიდან აქამდე გავლილი გზა გავიხსენოთ.
უცნაური იქნება იმის გააზრება, რამდენი განსხვავებული გარემო ვნახეთ ერთ მოგზაურობაში — უძველესი ტაძრები, მთები, ჩაის პლანტაციები, გარეული სპილოები, მატარებელი ღრუბლებში, იალას საფარი, შრი ლანკის სანაპირო და ბოლოს მალდივების მშვიდი ლაგუნა.

🏨ღამისთევა: SAii Lagoon Maldives, Curio Collection by Hilton

✨დღე 14

ყველა ლამაზ ზღაპარს თავის დასასრული აქვს. დასრულდა შრი ლანკის და მალდივების ეს საოცარი დღეებიც.

💰შრი ლანკის 8 დღიანი ტური 4* სასტუმროებით ღირებულება 1 ადამიანზე 2880$
💰შრი ლანკის 8 დღიანი ტური 5* სასტუმროებით 3600$
💰მალდივების 6 დღიანი ტური 3950$
💰სრული ტური ( შრი ლანკა 4* და მალდივები) 5300$
💰სრული ტური ( შრი ლანკა 5* და მალდივები) 5700$

👇ფასში შესულია:

✈️ორმხრივი ავიაბილეთი მოთხოვნის მიხედვით
(თბილისი- კოლუმბო, მალე - თბილისი)
( თბილისი-კოლუმბო- თბილისი)
(თბილისი- მალე-თბილისი)
✈️საერთაშორისო ფრენა:კოლუმბო-მალე
🚌ყველა ტრანსფერი
🚞მატარებლის ბილეთი
🚎შიდა გადაადგილება კომფორტული მიკროავტობუსი
🏨ყველა სასტუმრო 5* ან 4* საუზმით
💼ვიზა
🧍კვალიფიციური ადგილობრივი გამყოლი/სერთიფიცირებული გიდი
🧍‍♀️ქართულენოვანი გამყოლი
🏞️ყველა ექსკურსია თავისი მოსაკრებლით და ბილეთით
🚙ორი საფარი ტური და ჯიპები
🛥️წყლის ტრანსფერები მალდივების კუნძულებს შორის

❌ტურის ღირებულებაში არ შედის:

⛔️სადილი, ვახშამი
⛔️აიუვერდას მასაჟი
⛔️სურვილის შემთხვევაში ვეშაპების ტური
⛔️ვახშამი მადამ ჰელგასთან (80$)
⛔️მალდივებზე ნებისმიერი საწყალოსნო აქტივობა
⛔️ერთ ადგილიანი განთავსება სასტუმროს ნომრებში- დაითვლება მოთხოვნის მიხედვით ინდივიდუალურად.
⛔️@თიფი“ მძღოლებისთვის და გიდისთვის შრი ლანკას ტერიტორიაზე 130$ ერთი ადამიანისგან , მალდივებზე 50$
⛔️ყველა სხვა დამატებით ხარჯი რაც არ არის ღირებულებაში აღნიშნული.

💟სანახავი ობიექტების ჩამონათვალი:

• იალას საფარი ტური
• მინარეას საფარი ტური
• ეკო საფარი ტური
• ეკო საფარი ტური სოფელ ჰირივადუნაში
• სიგირიას ლომის კლდე
• ინდუისტური და ბუდისტური ეკლესიები
• პინაველას სპილოთა თავშესაფარი
• ქანდის თეთრი მონასტერი
• ქანდის ღამის კულტურული შოუ
• სამეფო ბოტანიკური ბაღი
• ჩაის ქარხანა და პლანტაციები
• სპილოების ორანჟერია
• სუნელების ბაღი და ინფო ტური
• მატარებლის ტური ნუვერა ელიადან ელამდე
• დამბუელას კომპლექსი
• ნალიგალეს კომპლექსი
• მეთევზეების ყურე
• ამბულუვავას კოშკი

‼️ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 800$ ჩარიცხვის შემდეგ, თქვენი მხრიდან ნებისმიერი მიზეზით პირობის დარღვევის შემთხვევაში ( ტურში ვერ წამოსვლის, თანხის დროულად ვერ დაფარვის) გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
‼️ტურის თანხის გადახდა შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით, სრული თანხა დაფარული უნდა იყოს ტურის დაწყებამდე 50 სამუშაო დღით ადრე.

☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 555247373

Address

JANASHIA 28
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Travel As Art • მოგზაურობა როგორც ხელოვნება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category