APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი

APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი Welcome to APM Terminals Poti - Poti Sea Port Official Page

ეიპიემ ტერმინალს ფოთის ცხელ ხაზთან დაკავშირება შეგიძლიათ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, ნომერზე: 0493 27 77 77

You can reach the APM Terminals Poti Hotline 24/7 at: 0493 27 77 77

ფოთის საზღვაო ნავსადგურის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!🇬🇪
25/05/2026

ფოთის საზღვაო ნავსადგურის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!🇬🇪

ფოთელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი IT სკოლის მეორე ნაკადის სწავლება დაიწყო.უახლოესი თვეების განმავლობაში 18 ახალგაზრდა...
14/05/2026

ფოთელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი IT სკოლის მეორე ნაკადის სწავლება დაიწყო.

უახლოესი თვეების განმავლობაში 18 ახალგაზრდა დაეუფლება ვებტექნოლოგიებს, პროგრამირებას, ხელოვნურ ინტელექტსა და კიბერუსაფრთხოებას, მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას და გაიღრმავებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ცოდნას.

გვახარებს, რომ IT კურსების ფარგლებში ჯამში 40-მდე ახალგაზრდა აითვისებს თანამედროვე ტექნოლოგიურ უნარებს, გაეცნობა სფეროს უახლეს ტენდენციებს და მიიღებს ცოდნას, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

პროექტი ხორციელდება ეიპიემ ტერმინალს ფოთის ინიციატივითა და მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი.

🔸 დავიწყეთ ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამა ქალებისთვის, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას აერთიანებს. 🔸 პროგრამის მი...
08/05/2026

🔸 დავიწყეთ ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამა ქალებისთვის, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას აერთიანებს.

🔸 პროგრამის მიზანია პრაქტიკული უნარების განვითარება, უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება და ტერმინალის საოპერაციო საქმიანობაში რეალური კარიერული შესაძლებლობების შექმნა.

👷🏻‍♀️სხვადასხვა გამოცდილების მქონე თოთხმეტი ქალი ერთ საერთო მიზანს იზიარებს - გახდნენ ფოთის ნავსადგურის საოპერაციო გუნდის ნაწილი და საკუთარი წვლილი შეიტანონ საპორტო საქმიანობის განვითარებაში.

🚢 პროგრამა ხელს უწყობს ქალების როლის გაძლიერებას საპორტო ინდუსტრიაში, პროფესიონალი კადრების განვითარებასა და ახალი თაობის სპეციალისტების ჩამოყალიბებას სხვადასხვა მიმართულებით.

🏃‍♂️ შემოუერთდი ფოთის ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას მოხალისედ და შეიტანე წვლილი მის წარმატებაში.✨ აქ გელოდება გა...
07/05/2026

🏃‍♂️ შემოუერთდი ფოთის ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას მოხალისედ და შეიტანე წვლილი მის წარმატებაში.
✨ აქ გელოდება გარემო, სადაც შეძლებ შენი უნარების განვითარებას, ახალი ადამიანების გაცნობას და განსაკუთრებული გამოცდილების მიღებას.
🧡 თუ გინდა იყო ენერგიული ღონისძიების ნაწილი, შეიძინო ახალი მეგობრები და შექმნა მოგონებები, რომლებიც დიდხანს გაგყვება, დარეგისტრირდი ახლავე და გახდი ფოთიმარათონი • PotiMarathonის საორგანიზაციო გუნდის წევრი.
➡︎ მოხალისედ დარეგისტრირება შეუძლიათ 15+ასაკის ადამიანებს.
👉 სარეგისტრაციო ფორმის ბმული: https://shorturl.at/Kjgzj

ფოთიმარათონი • PotiMarathon ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრადიციად ყალიბდება. როგორც ორგანიზატორებისთვის, ჩვენთვის...
29/04/2026

ფოთიმარათონი • PotiMarathon ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრადიციად ყალიბდება. როგორც ორგანიზატორებისთვის, ჩვენთვის განსაკუთრეულად საამაყოა, რომ ეს ინიციატივა ყოველწლიურად უფრო მეტ ადამიანს აერთიანებს.

ფოთის მიმართ ინტერესი იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი ეცნობა ამ უნიკალური ქალაქის პოტენციალს, გახდეს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მასპინძელი.

მარათონამდე 1 თვით ადრე 500 ადგილიდან მხოლოდ 61 დარჩა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ღონისძიების მიმართ ინტერესს.

31 მაისს ფოთი უმასპინძლებს 500 ზრდასრულ და 100 პატარა მორბენალს 🎉

მოვუწოდებთ ადგილობრივ ბიზნესებს, შემოუერთდნენ ინიციატივას, გახდნენ ღონისძიების მხარდამჭერები, მარათონის ლოკაციაზე მოაწყონ საკვები და სასმელი პროდუქტების პუნქტები და ერთად შევქმნათ კიდევ ერთი წარმატებული დღე ჩვენი ქალაქისთვის.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისთვის 🙌

22/04/2026

ფოთის პორტის პირველი კვარტალი და მზარდი ტვირთბრუნვა ქვეყნის მთავარ ნავსადგურში.

„ბიზნესპარტნიორის“ სტუმარია ზვიად ჩხარტიშვილი,„ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ფოთიმარათონი • PotiMarathon-ზე წელს 500 მონაწილეს ველოდებით. გამოყოფილი ადგილების ნახევარი უკვე შევსებულია. 💫თუ გსურს შე...
14/04/2026

ფოთიმარათონი • PotiMarathon-ზე წელს 500 მონაწილეს ველოდებით. გამოყოფილი ადგილების ნახევარი უკვე შევსებულია. 💫

თუ გსურს შემოუერთდე საქველმოქმედო ინიციატივას და ირბინო შენი კომპანიის სახელით, მაშინ შეკრიბე გუნდი და შემოუერთდით ნახევარმარათონს 31 მაისს!

კომპანიებსა და ორგანიზაციებს გთავაზობთ გუნდური მონაწილეობის შესაძლებლობას.
ირბინეთ ერთად და შექმენით დაუვიწყარი ენერგია სტარტიდან ფინიშამდე. 🧡

👉 გუნდური რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected]

08/04/2026

ფოთელი ახალგაზრდებისთვის IT კურსებზე განაცხადების მიღება 10 აპრილს სრულდება.

გეძლევათ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ გაიღრმავოთ ცოდნა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:
🔹საბაზისო პროგრამირება
🔹კიბერუსაფრთხოების საფუძვლები
🔹გრაფიკული დიზაინი
🔹ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება
🔹საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციის უნარები

შემოგვიერთდი: https://docs.google.com/forms/d/11QuYEPZQlv6Ah58FKlqdY46YK_LJu3gPIBFO6OJw0ms/edit

⚓️🩶
06/04/2026

⚓️🩶

06/04/2026

რა მაჩვენებლებით დახურა ფოთის საზღვაო ნავსადგურმა პირველი კვარტალი და რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება ,,შუა დერეფნისთვის" საქართველოში - BMG • ბიემჯი-ს სტუმარია ზვიად ჩხარტიშვილი, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

2026 წლის პირველ კვარტალში, ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გ...
06/04/2026

2026 წლის პირველ კვარტალში, ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში, ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელ....

Address

38, Aghmashenebeli Str
Poti
4400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი:

Share