09/06/2026
მგზავრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.
შესაბამისად, მუნიციპალური ავტობუსები №1, №10, №10ა, №15 სამარშრუტო ხაზები დაუბრუნდნენ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები.
#ბათუმისავტოტრანსპორტი