16/05/2026
გადახედეთ ფრანგი მოგზაურის მიმოხილვას რას წერს ის თბილისის აეროპორტში მომხდარი ამბის შესახებ და რა გამოცდილებას უზიარებს სხვა მოგზაურებს.
ახლა კი გეტყვით, რატომ ვაზიარებ ამას.
ესეთი ქმედებებით ვარცხვენთ ჩვენ ქვეყანას, ტურიზმის ეს არის საქართველოსთვის ერთერთი უმსხვილესი შემოსავლის წყარო, თუ ჩვენი მომსახურება იქნება ასეთი უმსგავსო დავკარგავთ არა მხოლოდ იმ ერთ ტურისტს არამედ ბევრ სხვას რომელიც მას აქ უნდა მოეზიდა თუ იგი ბედნიერი იქნებოდა ამ მოგზაურობით.
მინდა გთხოვოთ ვინც ასე ერთჯერადად ფიქრობთ და იქცევით, ნუ მოიქცევით ასე, იყავით თქვენი ქვეყნის დესპანი სტუმრებთან.
ნუთუ არ შეიძლება, მოვიქცეთ ისე რომ თავი არ შევირცხვინოთ და ვიყოთ სამაგალითოები?
ასევე გადავხედე ამ მოგზაურის სხვა მიმოხილვებსაც სადაც აქებს რესორანს, ამბობს რომ ძალიან კარგი რესტორანია მაგრამ ფასებს იტყუებიან და რომ უნდა დააკვირდეს გადახდისას, ესეც მჯერა, რომ მართლა ასე იქნებოდა რადგან მე ქართველს საქართველოში მქონია მსგავსი შემთხვევა და უცხოელს მითუმეტეს ექნებოდა.
მე მრცხვენია ყველა ასეთი ქართველის, ვინც ასე იქცევა.
შეამოწმეთ Tblisi International airport parking-ის ეს მიმოხილვა Google Maps-ში
★☆☆☆☆