27/04/2026
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (World Meteorological Organization) მოსალოდნელი კლიმატური ფენომენის, ელ ნინიოს (El Niño) შესახებ გვაფრთხილებს.
El Niño 2–7 წელიწადში ერთხელ მეორდება და გამოიხატება ეკვატორული წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ზრდით, რაც შესამჩნევ ცვლილებებს იწვევს გლობალურ კლიმატში.
ეს არ არის კლიმატური კატასტროფა და მოგზურობისგან თავის შეკავებაც არ მოგვიწევს, თუმცა შესაძლოა ოდნავ განსხვავებული ბარგის შეფუთვა მოგვიწიოს გაძლიერებული წვიმების ან მაღალი ტემპერატურის გამო. განახლებულ და უფრო დეტალურ ანგარიშს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მაისის ბოლოს გამოაქვეყნებს, მიმდინარე მოლოდინი კი ასეთია:
🌡️ევროპაზე გავლენა შედარებით ირიბია — მოსალოდნელია ნორმაზე მაღალი ტემპერატურა, ხოლო ნალექის ცვლილებები რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება;
🔥 ექსტრემალური ამინდის მოვლენების (მაგ., სიცხის ტალღები და ძლიერი ნალექები) გაზრდილი ალბათობა გლობალურად;
🌧️ მეტი ნალექი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, აშშ-ის სამხრეთში, აფრიკის რქასა და ცენტრალურ აზიაში
🥵 უფრო მშრალი პირობები ავსტრალიაში, ინდონეზიასა და სამხრეთ აზიის ნაწილში
☔ მეტი ტროპიკული ციკლონი (ქარიშხალი) წყნარი ოკეანის ცენტრალურ/აღმოსავლეთ ნაწილში და ნაკლები ატლანტიკის აუზში.
Tip📍მაღალი ტემპერატურის პირობებში სხეულის გაუწყლოების შანსი იზრდება, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში საკმარისი წყლის მიღება.
მშვიდობიან და საინტერესო ზაფხულს გისურვებთ
წყარო: World Meteorological Organization