21/09/2026
თბილისის დრაი პორტმა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო-სატრანსპორტო კომპანიის — COSCO Shipping Lines-ის დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციას, რომელსაც რეგიონული მენეჯერი ჩენ ჰუაფენგი ხელმძღვანელობდა, დეტალურად გააცნეს თბილისის დრაი პორტის განვითარების სტრატეგიული ხედვა, მიმდინარე საქმიანობა და საოპერაციო პროცესები, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების სამომავლო გეგმები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის მეორე ფაზის მშენებლობას, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის პორტის გამტარუნარიანობას, გააფართოებს მომსახურების შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს მის როლს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს პორტის ტერიტორია, გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურას, ტვირთბრუნვის ოპერაციებსა და მომსახურების შესაძლებლობებს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რეგიონში მიმდინარე ლოგისტიკური პროცესები და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. შეხვედრის შედეგად განისაზღვრა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ მიმართული საერთო ნაბიჯები.
მსგავსი ვიზიტები ხაზს უსვამს თბილისის დრაი პორტის მზარდ მნიშვნელობას რეგიონულ და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში და მის როლს საქართველოს, კავკასიისა და შუა დერეფნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებაში.
Tbilisi Dry Port hosted a delegation from COSCO Shipping Lines, one of the world’s largest maritime transportation companies.
During the visit, the delegation, led by Regional Manager Chen Huafeng, was presented with a detailed overview of Tbilisi Dry Port’s strategic development vision, current activities and operational processes, as well as its future infrastructure development plans.
Particular attention was given to the construction of Phase II of the project, which will significantly increase the port’s handling capacity, expand its service capabilities, and further strengthen its role as a regional logistics hub.
The delegation toured the port facilities and familiarized themselves with the existing infrastructure, cargo-handling operations, and range of services available.
During the meeting, the parties also discussed the development prospects of the Middle Corridor, ongoing logistics developments across the region, and Georgia’s transit potential. As a result of the discussions, the parties identified further joint steps aimed at deepening cooperation.
Such visits highlight the growing importance of Tbilisi Dry Port within regional and international logistics networks, as well as its role in strengthening the transport and logistics potential of Georgia, the Caucasus, and the Middle Corridor.