Mariam • Supertramp

Mariam  •  Supertramp Go solo.

გამარჯობა ^^
მე ვარ მარიამ ბეროძე და ეს ფეიჯი ჩემი მოგზაურობების დღიურია.
გაგიზიარებთ რჩევებს ბიუჯეტურად ხეტიალის შესახებ, მოგიყვებით საინტერესო ამბებს, გიამბობთ სოლო მოგზაურობის ჯადოსნურ მხარეებზე და გაჩვენებთ ადგილებს, რომელიც არასდროს დამავიწყდება ✨

შეგახსენებთ, რომ მეწყერმა, ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში, რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ადამიანებმა დაკარგეს...
22/03/2026

შეგახსენებთ, რომ მეწყერმა, ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში, რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა.

ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება.

სწორედ ამიტომ, ვქმნით ფონდს სოფლის მკვიდრი მაცხოვრებლებისთვის, ვინც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა.

ფონდში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას. თანხების ტრანზაქცია იქნება გამჭვირვალე და არცერთი თეთრი არ დაიკარგება.

ფონდი შეიქმნა კურსების მცხოვრებლების მიერ და მიზნად ისახავს, ამ ურთულეს დროში ერთმანეთს მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ტკივილი და გაჭირვება.

თანხა ჩარიცხეთ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი -

მიმღები #ხატიაბეროძე

თიბისი ბანკი -

მიმღები #ხატიაბეროძე

ხოლო დოლარი და ევრო შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშებზე

USD



EUR



მიმღები #ანიალფაიძე

Khatia Berodze

20/03/2026

მეწყერმა, ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში, რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა.

ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება.

სწორედ ამიტომ, ვქმნით ფონდს სოფლის მკვიდრი მაცხოვრებლებისთვის, ვინც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა.

ფონდში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას. თანხების ტრანზაქცია იქნება გამჭვირვალე და არცერთი თეთრი არ დაიკარგება.

ფონდი შეიქმნა კურსების მცხოვრებლების მიერ და მიზნად ისახავს, ამ ურთულეს დროში ერთმანეთს მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ტკივილი და გაჭირვება.

თანხა ჩარიცხეთ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი -

მიმღები #ხატიაბეროძე

თიბისი ბანკი -

მიმღები #ხატიაბეროძე

ხოლო დოლარი და ევრო შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშებზე

Usd



Euro



მიმღები #ანიალფაიძე

Khatia Berodze

დღე 9 მშრალადერთჯერადი დახმარების თანხა ჩაგვერიცხა გუშინ ანგარიშზე. 500-500 ლარი, ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით. ბ...
20/03/2026

დღე 9 მშრალად
ერთჯერადი დახმარების თანხა ჩაგვერიცხა გუშინ ანგარიშზე. 500-500 ლარი, ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით.

ბინის მეპატრონეს დოკუმენტები გამოვართვი და შტაბში მივიტანე, რომ როგორმე მალე მოგვარდეს ეს საკითხიც და მალე გადავიდეთ ქირით. 1100 ლარი ღირს ეს კონკრეტული ბინა, თუმცა რამდენი დაფინანსდება, და რამდენი გვექნება ჩვენით დასამატებელი, ეგ ჯერ არ ვიცი.

სახლში შესვლის ნებართვა ვითხოვეთ, სანამ დგას და სანამ დაინგრევა, ნივთების გამოტანა გვინდა, მაგრამ ისევ უარი გვითხრეს. სამხარაულიდან ელოდებიან ვიღაც ექსპერტს, ვინც ნაგებობების მდგომარეობა უნდა შეაფასოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება სახლში შესვლა. რავი, ამასობაში თუ არ წამოიღო კიდევ რამე.

უფრო და უფრო მეტს საუბრობენ ქვის კარიერებზე, რომელიც ჩემს სოფელში საკმაოდ ბევრია. ყოველდღე მახსენდება სკოლის პერიოდში რამდენჯერ აუფეთქებიათ ეგ ქვები და რამდენჯერ ზანზარებდა ხოლმე ჩემი სახლი.

თუმცა რეალური მიზეზი ამ მეწყერის ჯერ კიდევ არ ვიცით. ჯერ კიდევ გეოლოგების დასკვნას ველოდებით.

როგორც გვეუბნებიან, ზარალი ინდივიდუალურად დაითვლება და ინდივიდუალურად შეფასდება ანაზღაურების ნაწილიც. სავარაუდოდ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეკომიგრანტებად არ დაგვარეგისტრირებენ და 30 000 ლარის იმედად არ დავრჩებით. ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ვნახოთ, რა იქნება. შტაბში ვინც გვხვდება, ადგილობრივები არიან და ძალიან ყურადღებიანი ხალხია, მართლა. თუმცა, ამათ იქით ვინც წყვეტს საკითხებს, ალბათ, მათზე იქნება დამოკიდებული, რა მოგველის და რამდენად სწრაფად წავა პროცესი.

19/03/2026

მე-8 დღე კურსების სტიქიიდან

18 მარტი, კურსები წვიმის შემდეგ1 წუთით ვერ ვჯდები, იმდენი რამეა მოსაგვარებელი და თურმე დამჯდარი დრონი წამომიღია :)) ავაფ...
18/03/2026

18 მარტი, კურსები წვიმის შემდეგ
1 წუთით ვერ ვჯდები, იმდენი რამეა მოსაგვარებელი და თურმე დამჯდარი დრონი წამომიღია :)) ავაფრინე და დავსვი 😭

18/03/2026

ჯერჯერობით დგას ჩვენი სახლი 🥹💕

16/03/2026

პირველ პირში კი ვყვები თავიდან, მაგრამ დედა იყო იქ მარტო (ბოლოში მაგასაც ვამბობ), უბრალოდ, შეუძლებელია წარმოიდგინო და ამ ტრაგედიის უშუალო მონაწილე არ გახდე.

13/03/2026
08/03/2026

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mariam • Supertramp posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Mariam • Supertramp:

Share