Fersotravel.ge

Fersotravel.ge Traveling

დილით 8 საათი, აივნიდან როცა სვანეთის ასეთი საოცარი ხედები იშლება. 🏔️😍 მყინვარწვერებით დამშვენებული მთები, ღრუბლებში გახ...
01/10/2026

დილით 8 საათი, აივნიდან როცა სვანეთის ასეთი საოცარი ხედები იშლება. 🏔️😍 მყინვარწვერებით დამშვენებული მთები, ღრუბლებში გახვეული მწვერვალები და სუფთა ჰაერი… დღის ყველაზე სასიამოვნო დასაწყისი სწორედ ეს არის 👌 ისე იმუხტება პოზიტიური ენერგიით ორგანიზმი რო მთელი დღის განმავლობაში კარგ განწყობაზე ხარ ✅⛰️😍 აი, ასეთ დილას ყავაც სხვანაირი გემოთი ისმევა. 🫶🫰

23/09/2026

გონიო • სექტემბერი 🌊☀️

ეს ვიდეო სულ რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული — ზუსტად ის გონიო, რაც ახლაა. 😍

ზღვა ჯერ კიდევ თბილია, მზე კი უკვე ისე აღარ წვავს, როგორც შუა ზაფხულში. ზღვა საოცრად სუფთა და გამჭვირვალეა. 🌊
თუ მართლა დასვენება გინდა, ჩემთვის სექტემბერი გონიოში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ნაკლები ხალხი, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და სასიამოვნო ნიავი.

ზაფხულის ხმაურის გარეშე, უბრალოდ მოდიხარ, ზღვაში შედიხარ და ისვენებ👌😁

თქვენთვის საუკეთესო დრო რომელია დაწერეთ კომენტარებში ?😊
ge

15/09/2026

ვის მოგენატრათ თოვლიანი ბათუმი? ❄️🌊

ბათუმი ზღვისპირა ქალაქია, მაგრამ როცა აქ თოვს, ქალაქი სულ სხვა იერს იღებს. 😁
კარგად გვახსოვს, 2 წლის წინ როგორი თოვლი მოვიდა — ფაქტობრივად, ქალაქში ყველაფერი გააჩერა. 😂

მაგრამ ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს 👍 ულამაზესი სანახაობა იყო და დიდებიც კი ბავშვებივით ვერთობოდით. მათ შორის მეც! 😁❄️

თქვენც ელოდებით ასეთ თოვლიან ბათუმს?

11/09/2026

🏔️ შხარა — 5,203 მ🇬🇪

შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია და კავკასიონის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მთა. ის სვანეთში, ულამაზესი მთებისა და ხეობების ფონზე მდებარეობს და საქართველოს ველური, მაღალმთიანი ბუნების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა 🏔️🙌

🏔️ Shkhara — 5,203 m

The highest peak in Georgia and one of the most impressive mountains of the Caucasus. Located in the Svaneti region, Shkhara rises above the surrounding valleys and is a true symbol of Georgia’s wild mountain landscapes.

09/09/2026

ჰაწვალი სვანეთის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც საბაგიროთი ასვლისთანავე სრულიად სხვა ხედში ხვდები. ზემოდან გაშლილი სვანეთის მთები, ტყეები და მესტიის ხედები განსაკუთრებით ლამაზია. ზამთარში თოვლიანი პეიზაჟი, ზაფხულში კი მწვანე მთები ამ ადგილს ყველა სეზონზე განსხვავებულს ხდის. 🚠🏔️

05/09/2026

ჩვენი ულამაზესი ქალაქი ბათუმი 🏝️🇬🇪❤️

მზის ჩასვლისას განსაკუთრებით მომხიბლელია 🌅❤️👌

03/09/2026

თუ აქ ისეთ დღეს მოხვდებით, როცა ეს ორი ფერი ასე მკაფიოდ იყოფა, ნამდვილად განსაკუთრებულ სანახაობას ნახავთ. 💚🌎

აქ ერთმანეთს ჭოროხი და აჭარისწყალი უერთდება და წყლის ერები ზოგჯერ საოცრად განსხვავებულია ერთ მხარეს მუქი მწვანე, მეორე მხარეს კი ღია, მომწვანო-ფირუზისფერი წყალი.

საინტერესოა ისიც, რომ სწორედ აქედან იწყება აჭარის მთიანი მიმართულებები. მარჯვნივ მაჭახლის ხეობაა ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა საქართველოში, თავისი ეროვნული პარკითა და ხელუხლებელი ბუნებით. მარცხნივ კი გზა გოდერძის უღელტეხილისკენ მიდის.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადგილი, მაგრამ თუ სწორ დროს მოხვდი, ასეთი ხედით ნამდვილად გაგაკვირვებს.

03/09/2026

მარტვილის კანიონი ერთ ერთი ულამაზესი ადგილია საქართველოში და ყოველთვის სასურველი მიმართულებაა მოგზაურობისთვის. 🌿💦
თუ სამეგრელოში გეგმავთ წასვლას, ეს ადგილი ნამდვილად ღირს, რომ თქვენს მარშრუტში შეიტანოთ.

02/09/2026

ბათუმის ახალი ბულვარი მზის ჩასვლისას 🔥🌅

აქ განსაკუთრებით ლამაზია ეს მონაკვეთი ზღვა, პალმები და წინ გადაშლილი ცა. მზის ჩასვლის დროს სულ სხვა ხედია და მოტოციკლით ამ გზაზე გავლა საერთოდ ცალკე სიამოვნებაა 🏍️🏝️🌅😍

Address

Batumi
6000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Fersotravel.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share