19/05/2026
ლუვრის მუზეუმზე სულ მავიწყდება დავწერო.. თან ისე გული მატკინა, ეკალივით მაქვს გულში 🥺❤️
ლუვრის მუზეუმში შესვლა ხდება საათობრივად, რა თქმა უნდა წინასწარ უნდა გქონდეთ ბილეთი შეძენილი.
პირობითად თუ 12:00საათიანი გაქვთ, 12:30ზე ან 13:00საათზე შეგიძლიათ შეხვიდეთ რადგან ამ
პერიოდში უზარმაზარი რიგია ამ საათობრივ შესვლაზეც.
მე ყოველთვის ვამჯობინებ 16:00 საათის მერე მისვლას , რადგან ძალიან დამღლელია ლუვრის მუზეუმი, დღის ბოლო ენერგიები მირჩევნია აქ დახარჯონ ტურისტებმა რადგან ხშირად ეზარებათ ლუვრიდან სხვა ლოკაციებზე ბევრი სიარული.
ერთ მზიან დღეს, მივედით და ჰოი საოცრება🌚 10წუთში იკეთებაო. 17:00 საათი არც იყო..
არ მიმიღია არანაირი შეტყობინება მაილზე, უცებ მოკრუგეს მონა ლიზა ჩემ ტურისტებმა.. ათ წუთში არ დაკეტეს მაგრამ გემრიელად მაინც ვერ ნახეს..
მას შემდეგ დილის საათებში გადავიტანე ლუვრის დათვალიერება..
ერთხელ ის შემთხვევაც მქონდა საერთოდ გაუქმდა ვიზიტი, წყლის გაჟონვის გამო… იმ
დღეს არ ვიცი რა მოხდა მაგრამ კი მოხდა 🙂